ე.წ. სამხრეთ ოსეთი ქართული მხარის შეთავაზებას, მოსახლეობის ვაქცინაციის თაობაზე, ცხინვალის „შიდა საქმეებში ჩარევას უწოდებს“

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს თეა ახვლედიანს პასუხობს, რომლის თანახმადაც, ქართული მხარე იწყებს ე.წ. სამხრეთ ოსეთისა და ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლების კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციას.

„გაცხადებულმა ინიციატივამ სამხრეთ ოსეთში გაკვირვება გამოიწვია. განსაკუთრებულად ცინიკურად ჟღერს მტკიცება უდიდესი ზრუნვის შესახებ სამხრეთ ოსეთის მოსახლეობაზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება ავლენს. საკმარისია თვალთმაქცობა. კვლავაც გვაშფოთებს ქართველი პოლიტიკოსების არაჯანსაღი დამოკიდებულება. მედიაში ლაპარაკის ნაცვლად, რომ საქართველოს ხელისუფლება მზად არის ყოველმხრივ დაეხმაროს სამხრეთ ოსეთს, ჯობს, ყურადღება მიაქციონ ქართველი ხალხის საჭიროებებს, მათ შორის, ჯერ კიდევ დიდი სისწრაფით მზარდ ვირუსს საქართველოში და თავის ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენებით გამოწვეულ ტრაგიკულ ნეგატიურ შედეგს“ , - აცხადებს დეფაქტო საგარეო უწყება.

ამავე „უწყების“ ინფორმაციით, კოვიდ-19-თან დაკაშირებული ვითარება და კორონავირუსთან დაკავშირებული ვაქცინაცია საიმედო კონტროლქვეშ არის და ამ მხრივ პრობლემა არ არსებობს.

„სამხრეთ ოსეთი - საქართველოსგან დამოუკიდებელი ქვეყანაა უკვე 30 წლის განმავლობაში. გარე ჩარევის მცდელობა სამხრეთ ოსეთის შიდა საქმეებში ქვეყნის კანონიერი ხელისუფლების სანქციის გარეშე, მათ შორის ისეთების, როგორებიცაა ჯანმრთელობის დაცვის და მისი მოქალაქეების უსაფრთხოება, უპერსპექტივოა“ , - განაცხადეს ე.წ. საგარეო უწყებაში.

ემილ ავდალიანი - რუსეთს საერთაშორისო ასპარეზზე აზერბაიჯანის დამოუკიდებელი პოლიტიკის წარმოება არ აწყობს
ქართული პრესის მიმოხილვა 04.07.2025
სტრატეგიული ბიზნეს რეთრითი შალვა ახრახაძესთან ერთად - იმისთვის, რომ შემდეგ მეტი შეძლო, ხანდახან საჭიროა გაჩერდე
ბიქეი ჰოლდინგმა გიორგი ნატროშვილი თეთრი კვადრატის გენერალურ დირექტორად დანიშნა, რომელიც ინოვაციური მიდგომების დანერგვასა და საერთაშორისო ბაზრების ათვისებაზე გააკეთებს აქცენტებს
„მხურვალე ზაფხული აპექსში“ - ბინა საბურთალოზე უპრეცედენტო ფასად
ლიდერი არომათერაპიის სფეროში, ფრანგული პრემიუმ ბრენდი - ფიურესენშელი Puressentiel უკვე PSP-შია