დავით სერგეენკო - შეთანხმების დოკუმენტში იყო გარკვეულ საპარლამენტო თანამდებობებზე საუბარი, რამაც ცოტა გამაკვირვა - რა დროს თანამდებობებზეა საუბარი, როცა სახელმწიფოებრივი ინტერესია

თანამდებობებზე და თანამდებობრივ პრივილეგიებზე აქცენტირება, ჩემთვის ძალიან უცნაურია, ამაზე ხაზის გასმა არის საოცრება ჩემთვის - რა თანამდებობებს მივსდევთ, როცა ქვეყნისთვის კონცეპტუალურ საკითხებზეა საუბარი, არავინ მისდევს ამ სკამს, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ვიცე- სპიკერმა დავით სერგეენკომ ჟურნალისტებთან გუშინდელი მოლაპარაკებების კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, სავარაუდოდ, ამ საკითხთან დაკავშირებით მოთხოვნა ოპოზიციისგან არსებობდა. სერგეენკოს თქმით, მმართველ გუნდს ამასთან დაკავშირებით მზაობა ჰქონდა, თუმცა, „არა იმ მოცულობით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა."

„ოპოზიციის მთავარი მოთხოვნა ვადამდელ არჩევნებზე არც კი ყოფილა განხილული მოდერატორის მიერ, პოლიტპატიმრების საკითხზე მისი შემოთავაზება იყო გირაოს გადახდით გათავისუფლებულიყო მელია, 20 ივნისის მოვლენებზე უმოკლეს ვადებში ყოფილიყო მიღებული ამნისტიის შესახებ კანონი, ამაზეც ოპოზიციამ უარი თქვა. იყო იქ გარკვეულ საპარლამენტო თანამდებობებზე საუბარი, რამაც მე პირადად ცოტა გამაკვირვა, რა დროს თანამდებობებზეა საუბარი, როცა სახელმწიფოებრივი ინტერესია, მაგრამ ამაზეც იყო მზადყოფნა, თუმცა, არა იმ მოცულობით, რასაც ოპოზიცია ითხოვდა. მე ვფიქრობ, საბოლოოდ ჩაშლილი ეს მოლაპარაკება არ არის, ისევ ვიტოვებ იმედს, რადგან გუშინ მკაფიოდ გამოიკვეთა, მთავარი შედეგი არის ის, რომ ვადამდელ არჩევნებს არც ერთი საერთაშორისო პარტნიორი არ განიხილავს ლეგიტიმურად, რაც საკვანძო საკითხი იყო, დანარჩენ საკითხებზე ვფიქრობ, დარჩა იმის რესურსი, რომ მოლაპარაკება და შეთანხმება შედგეს,"- განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისათვის, ევროპელი მედიატორის კრისტიან დანიელსონის მიერ შედგენილ შეთანხმების დოკუმენტში ერთ- ერთი საკითხი საპარლამენტო თანამდებობების გადანაწილება იყო. დოკუმენტის თანახმად, ოპოზიციას ხუთი კომიტეტის თავმჯდომარეობას სთავაზობდნენ.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ