შალვა პაპუაშვილი - ხშირად მომხდარა უკომპრომისობა, პირადი ინტერესებიდან უკან დახევის სურვილის არარსებობა, ის, რასაც აქამდე გარედან ვხედავდი, გუშინ შუაგულიდან დავინახე

ჩვენს ქვეყანაში ხშირად მომხდარა უკომპრომისობა, პირადი ინტერესებიდან უკან დახევის სურვილის არარსებობა - ის, რასაც აქამდე გარედან ვხედავდი, გუშინ შუაგულიდან დავინახე, - აღნიშნული განცხადება პარლამენტის პლენარულ სხდომაზე “ქართული ოცნების“ დეპუტატმა შალვა პაპუაშვილმა გააკეთა.

“ჩართული ვიყავი მედიაციის პროცესში და ვიხილე ის, რაც ჩვენს ქვეყანაში არაერთხელ მომხადარა - ვიხილე, რომ სამწუხაროდ, ჩვენ ქვეყანაში არის ხალხი, არიან პოლიტიკოსები, რომლებიც ისტორიისგან ვერაფერს სწავლობენ. ყოველ დღე ფეხს იგივე ხაფანგში ადგამენ, იგივე შეცდომებს უშვებენ. გუშინ ამის მოწმე ვიყავი“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

პარლამენტის პლენარული სხდომა 1991 წლის 31 მარტს ჩატარებული რეფერენდუმის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებული პოლიტიკური განცხადებებით დაიწყო.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა