Bloomberg - აშშ-ის მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაცია მსოფლიოს 141 ქვეყანაში მიმდინარეობს და ამ დროისთვის გლობალურად ვაქცინების 574 მილიონზე მეტი დოზაა გამოყენებული, - შესაბამის მონაცემებს გამოცემა Bloomberg-ი ავრცელებს. პლატფორმის მიხედვით, ამ დროისთვის ვაქცინაცია პლანეტის მოსახლეობის 3.6%-ს ჩაუტარდა.

პლატფორმის მიხედვით, მსოფლიოში ვაქცინაცია ყოველდღიურად დაახლოებით 14.8 მილიონამდე ადამიანს უტარდება. ვაქცინების ყველაზე მეტი - 147.6 მილიონი დოზა აშშ-შია გამოყენებული. გამოცემის მიხედვით, ერთ დღეში აშშ-ში საშუალოდ ვაქცინაცია 2.7 მილიონ ადამიანს უტარდება. მოსახლეობის 75%-ის ვაქცინაციას საშუალოდ კიდევ 4 თვე დასჭირდება. ამასთან, ჩინეთში ვაქცინაცია 110 მილიონზე მეტ ადამიანს ჩაუტარდა, ევროკავშირში 71 მილიონს, ინდოეთში კი 62 მილიონი ადამიანი აიცრა.

Bloomberg-ის ინფორმაციით, ისრაელში ვაქცინაცია ყველაზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს, სადაც მოსახლეობის 52.6%-მა ვაქცინის ორივე დოზა მიიღო. აშშ-ში კი ვაქცინის ორივე დოზა მოსახლეობის 16%-მა მიიღო. ისრაელსა და აშშ-ს ჩილე და მაროკო მოჰყვებიან.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს