თამარ გაბუნიას ინფორმაციით, კლინიკებთან, სადაც ვაქცინაცია ტარდება, ადგილების დამატებასთან დაკავშირებით მუშაობა მიმდინარეობს

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამცრელ კლინიკებთან მიმდინარეობს მუშაობა ადგილების დამატებასთან დაკავშირებით. თამარ გაბუნიას ინფორმაციით, ამ ეტაპისთვის, “ფაიზერის" 10 ათასზე მეტი დოზა დაიჯავშნა.

„ჩვენ ვმუშაობთ ამცრელ კლინიკებთან. მოგეხსენებათ, „ფაიზერის" ვაქცინაცია მხოლოდ 6 კლინიკაში ტარდება, რადგან კონტროლი და ტემპერატურული რეჟიმის მონიტორინგი უფრო მკაცრად არის საჭირო. მიმდინარე პერიოდში შევეცდებით კლინიკებთან დავაზუსტოთ, თუ ექნებათ მათ დამატებითი ადგილების გახსნის შესაძლებლობა, რადგან 15 აპრილამდეც შესაძლებელი იყოს კიდევ გარკვეული ადგილების მობილიზება იმავე კლინიკებში, რომლებიც „ფაიზერის" პროცესში მონაწილეობენ.

კვირის ბოლომდე ჩვენ დავასრულებთ ამ მიმართულებით მუშაობას. „ასტრაზენეკასთან" დაკავშირებით თბილისში ყველა ადგილი მეტად დაიჯავშნა, რეგიონებში ბევრი თავისუფალი ადგილია. 5 კლინიკასთან ვმუშაობთ, რომ დაემატოს „ასტრაზენეკას" ადგილები",-აცხადებს გაბუნია.

ირაკლი მელაშვილი - დღეს ევროპის ლანძღვა იმ ტოტის მოჭრაა, რაზეც ზის ჩვენი ქვეყანა, ევროპა და ამერიკა რომ არა, რუსეთი ისე გადაგვყლაპავდა, მსოფლიოში ხმას არავინ ამოიღებდა
ბადრი ჯაფარიძე - საზოგადოებამ არ უნდა მისცეს ხელისუფლებას საშუალება, დაასამაროს წინაპრების ოცნება, რომ ქვეყანამ ევროპულ ოჯახში უსაფრთხო ადგილი მოიპოვოს - ხალხმა უნდა გამოუტანოს განაჩენი „ოცნებას“ და არჩევნების გზით გაისტუმროს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
თბილისში, საბურთალოზე ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნა
„ჩვენი ვეფხისტყაოსანი“- პრემიის მოსაპოვებლად აპლიკაციების მიღება დაიწყო
ხვიჩა მაქაცარია - გილოცავთ ბზობის დღესასწაულს და გისურვებთ მშვიდობას, სტაბილურობას და წინსვლას ევროპისკენ