ანა ნაცვლიშვილი სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშზე - ეს ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიშია, რომელიც არადემოკრატიულ ტენდენციებს აღწერს

სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიშია, რომელიც აღწერს არა მხოლოდ ცალკეულ მძიმე ფაქტებს, არამედ კონკრეტულად არადემოკრატიულ ტენდენციებს, რომელებიც ამ ქვეყანაში უფრო და უფრო ღრმავდება, - ასე აფასებს „ლელოს“ წევრი ანა ნაცვლიშვილი ადამიანის უფლებათა შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის 2020 წლის ანგარიშს.

ნაცვლიშვილი არ გამორიცხავს, რომ იმ შემთხვევაში თუ ხელისუფლება არ შეცვლის იმ გზას, რომელსაც ადგას, საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან პერსონალური სანქციები იქნეს გამოყენებული.

„ჩვენ ვხედავთ, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიში წლიდან წლამდე მძიმდება. კარგად მახსოვს, რომ თავის დროზე, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა რამდენიმე წელი არ ყოფილა ასეთი მძიმე ამ ანგარიშის შინაარსი. ეს ერთ-ერთი მძიმე და დეტალური ანგარიშია, რომელიც აღწერს არა მხოლოდ ცალკეულ მძიმე ფაქტებს, არამედ აღწერს კონკრეტულად არადემოკრატიულ ტენდენციებს, რომელებიც ამ ქვეყანაში უფრო და უფრო ღრმავდება. აქ გამოვყოფდი პოლიტიზირებულ მართლმსაჯულებას, როგორც ერთ-ერთ ყველაზე უფრო მკაფიო სინდრომს იმისა, რომ სახელმწიფო ინსტიტუციები უბრალოდ მიტაცებულია და კანონს კი არ აღასრულებენ, არამედ კონკრეტული პოლიტიკური ჯგუფის ნების შემსრულებლად არიან გადაქცეული.

პოლიტიზირებულ საქმეში მოხვდა „ლელოს“ დამფუძნებლების და „ტვ პირველის“ მფლობელის საქმე და ასევე, სხვა არაერთი საქმე. ზოგადად, ამ ანგარიშში საუბარია იმაზე, რომ ვერცერთ შემთხვევაზე, სადაც საჭირო იყო მიუკერძოებელი, სამართლიანი და სწრაფი გამოძიება და მართლმსაჯულების აღსრულება, ვერცერთ ამ სიტუაციას სახელმწიფო ინსტიტუცებმა სათანადოდ ვერ გასცეს პასუხი.

თუ ხელისუფლება ვერ გააცნობიერებს იმ გზას და ტემპს, რაც მას არჩეული აქვს, გამორიცხული არ არის, რომ პერსონალური სანქციები იქნეს გამოყენებული. თუმცა საერთაშორისო პარტნიორების და ამერიკული სახელმწიფოს ხელში სანქციები არის ბოლო და ყველაზე მკაცრი ზომა იმ ტიპის ურთიერთობებში, როგორიც ჩვენსა და ამერიკის შორის არის. დარწმუნებული ვარ, რომ სანქციებამდე ყველა სხვა ზომას გამოიყენებენ, რომელიც ნაკლებად დააზარალებს ქვეყნის იმიჯს“ , - განაცხადა ნაცვლიშვილმა.

გიორგი კაჭარავა - ნატოს ანკარის სამიტმა მკაფიოდ აჩვენა, რომ შავი ზღვის რეგიონი მისი თავდაცვის მოწინავე ხაზია
ქართული პრესის მიმოხილვა 09.07.2026
კორეული პრემიუმ ბრენდი Manyo უკვე PSP-შია
„არქიმ“ და NEXT-მა პოლონეთის დედაქალაქ ვარშავაში ერთობლივი ოფისი გახსნეს
მილანში „ლა გაზეტა ჯორჯიას“ მუშაობა შეაჯამეს
„ვისოლი“ Luxury და Sport კატეგორიის ავტომობილებისთვის საქართველოში ყველაზე მაღალოქტანიანი საწვავის - A1-ის იმპორტს იწყებს