ანონსი  1 აპრილი

1 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტის სამუშაო შეხვედრა „საქართველოს პარლამენტის დაგეგმვისა და ზედამხედველობის გაძლიერება პანდემიის პირობებში" გაიმართება.

ჟიული შარტავას სახელობის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N307)

1 აპრილს, 10:30 საათზე, პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომა გაიმართება.

კომიტეტის სათათბირო ოთახი N221 (C კორპუსი, II სართული)

1 აპრილს, 11:00 საათზე, საიაში პრესკონფერენცია გაიმართება.

თემა : საია პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეზე ეკა ბესელიას ინტერესებს დაიცავს.

მის: კახიძის#15

1 აპრილს, 11:00 საათზე, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ხელმძღვანელობით, მთავრობის სხდომა გაიმართება.

მის: ინგოროყვას 7

1 აპრილს, 11.00 საათზე, "ევროპული საქართველოს ოფისში" გიორგი კანდელაკი ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ჟურნალისტ ვლადიმერ პოზნერის ვიზიტი.

მის: ბარნოვის 40.

საკონტაქტო: მაკუნა ჟვანია, 599 43 43 08

1 აპრილს, 11:45 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი)

1 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საგაზაფხულო სესიის პლენარული სხდომა.

პლენარულ სხდომათა დარბაზი (B კორპუსი, III სართული)

1 აპრილს, 12:00 საათზე, სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია 2020 წლის ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა მდგომარეობის შესახებ მომზადებული ანგარიშის პრეზენტაციას გამართავს.

მის: დავით აღმაშენებლის 80

1 აპრილს, 12:00 საათზე, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი სოფიო გორგოძე 2021 წლის გამოცდების რეგისტრაციის დასრულებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავს.

მის: ე. მინდელის N9

1 აპრილს, 13:00 საათზე, „ბოლტის“ თანამშრომლები სპორტის სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე (26 მაისის მოედანი) აქციას გამართავენ.

1 აპრილს, 16:00 საათზე, გაიმართება დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირების ამირან გამყრელიძის, პაატა იმნაძის, გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსის ხათუნა ზახაშვილის და იმუნიზაციის სამმართველოს უფროსის ლია ჯაბიძის ,,ფეისბუქ ლაივი“ სახელწოდებით COVID-19-ის ვაქცინაცია.

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა