ნუგზარ წიკლაური - ვფიქრობ, მედიაციის პროცესი გაგრძელდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრის ნუგზარ წიკლაურის განცხადებით, მედიაციის პროცესი გაგრძელდება და ის კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე აიწევს.

როგორც წიკლაურმა ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“ განაცხადა, ფიქრობს, რომ პროცესში როგორც ევროპის, ასევე ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობა გაიზრდება.

„ვფიქრობ, მედიაციის პროცესი გაგრძელდება. ვერ გეტყვით, ბატონი დანიელსონი იქნება თუ არა ჩართული, თუმცა ეს პროცესი კიდევ უფრო მაღალ საფეხურზე გადაიწევს და იქნება სხვა წარმომადგენლობა და დელეგაცია, ევროპიდანაც და ვფიქრობ, ამერიკის შეერთებული შტატებიდანაც მეტი ჩართულობა იქნება. მთავარი არის გავიგოთ, რომ ამ მოლაპარაკების მაგიდასთან „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“ ან ყველა სხვა პარტია კი არ ზის და ჩვენ კი არ ვესწრაფვით შეთანხმებას, ჩვენთვის მთავარი უნდა იყოს კრიზისის დასრულება, კრიზისის სათავე კი არის არჩევნების გაყალბება. ვადამდელი არჩვენების გარეშე ეს კრიზისი ვერავითარ შემთხვევაში ვერ გადაიჭრება“,- განაცხადა წიკლაურმა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, ოპოზიციისა და ხელისუფლების მოლაპარაკებების მეორე რაუნდიც უშედეგოდ დასრულდა. მედიატორ კრისტიან დანიელსონის ჩართულობით მხარეები რამდენიმე საათის განმავლობაში მსჯელობდნენ. შეხვედრაზე მედიატორებმა პოლიტიკურ მხარეებს კრიზისიდან გამოსვლის თაობაზე მათ მიერვე მომზადებული დოკუმენტი გააცნეს, თუმცა, პოლიტიკურმა პარტიებმა დოკუმენტს ხელი არ მოაწერეს.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
ალიანს ჰაილაინი, როგორც სრულყოფილი საინვესტიციო პროდუქტი
ბოლო დროის ყველაზე პოპულარული B2B პროექტი - ONFAYA, Golden Tulip Design Tbilisi-ში
სუპერმარკეტების ქსელმა „ლიბრე“ განახლებული ფილიალი გახსნა
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა