ჟიგიმანტას პავილიონისი პოზნერის ვიზიტზე - რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ანარეკლი

ლიეტუვის სეიმის საგარეო ურთიერთობების კომიტეტის თავმჯდომარე ჟიგიმანტას პავილიონისი რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერის საქართველოში ჩამოსვლის ფაქტს „ტვიტერზე“ ეხმაურება.

„რეალობის სამწუხარო და სიმბოლური ანარეკლი თბილისში. ევროკავშირის მომლაპარაკებელი წავიდა, რუსი პროპაგანდისტი, მოვიდა“, - დაწერა მან.

შეგახსენებთ, რომ სასტუმრო „რუმსთან“, სადაც რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი სტუმრებთან ერთად იმყოფება, სამოქალაქო აქტივისტები და პოლიტიკოსები აქციას მართავენ. ისინი პოზნერისა და მისი სტუმრების მიერ საქართველოს დატოვებას მოითხოვენ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

მანამდე ვლადიმერ პოზნერი საკუთარ სტუმრებთან ერთად სასტუმრო "ვინოტელში" იმყოფებოდა, რომელიც შრომის ინსპექციის სამსახურმა აკრძალული საქმიანობის განხორციელებისთვის 10 000 ლარით დააჯარიმა. პოზნერმა და მისმა სტუმრებმა სასტუმრო პოლიციის კორდონის საშუალებით, პროტესტის ფონზე დატოვეს.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში