შსს-მ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებიდან 32 პირი, მათ შორის თავად ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ რუსი ჟურნალისტის, ვლადიმერ პოზნერის სტუმრებიდან 32 პირი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა. „ინტერპრესნიუსის“ ინფორმაციით, დაჯარიმებულთა შორისაა თავად პოზნერი.

რაც შეეხება სხვა პირებს, როგორც სააგენტოს შსს-ში განუცხადეს, 41 პირიდან 9 პირს იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია.

„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის ფაქტზე, ასკ-ის 42(10) - ე მუხლის შესაბამისად, 32 პირი დააჯარიმეს.

ქვეყნის ტერიტორიაზე შემოსული 41 პირიდან 9 პირს, იზოლაციისა და კარანტინის წესები არ დაურღვევია. გვიან ღამითვე დაჯარიმდა სასტუმრო “ვინოტელი”.

შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი დანაყოფების თანამშრომლები, სამართალდარღვევის ყველა ფაქტზე ოპერატიულად რეაგირებენ“, - განაცხადეს შსს-ში.

შეგახსენებთ, რომ რუსი ჟურნალისტი, ვლადიმერ პოზნერი საქართველოში სტუმრებთან ერთად დაბადების დღის აღსანიშნავად იყო ჩამოსული, თუმცა ქართველი აქტივისტების პროტესტის გამო, ის იძულებული გახდა თბილისი ვადაზე ადრე, ჩარტერული რეისით დაეტოვებინა.

იხილეთ ვიდეო:შსს-მ რუსეთიდან ჩამოსული მოქალაქეებიდან 32 პირი, მათ შორის თავად ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი იზოლაციისა და კარანტინის წესის დარღვევის გამო დააჯარიმა

Video Player is loading.
Current Time 0:00
Duration -:-
Loaded: 0%
Stream Type LIVE
Remaining Time -:-
 
1x

ალექსანდრე თვალჭრელიძე - ტრამპი მთლიანად დონეცკის ოლქზე რუსეთის კონტროლის დამყარებას არ დათანხმდება
ქართული პრესის მიმოხილვა 18.08.2025
ჰოვსეპ ხურშუდიანი - ვაშინგტონში მიღწეული შეთანხმებებით სომხეთი თავს დააღწევს ნაწილობრივ იზოლაციას და აღმოსავლეთიდან დასავლეთში ენერგომატარებლების ჰაბი ქვეყანა გახდება