პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა კონსტიტუციურ კანონში ცვლილების პროექტზე შეგროვებული ხელმოწერების ნამდვილობა დაადასტურა და პროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა.

პარლამენტის დადგენილების პროექტის მიხედვით, კომისია ხუთი წევრით არის წარმოდგენილი. მის შემადგენლობაში შევლენ: განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, პარლამენტის ვიცე-სპიკერი კახა კუჭავა, პარლამენტის ვიცე-სპიკერი ლევან იოსელიანი, პარლამენტის წევრები - ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზილფიმიანი.

პარლამენტს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 85 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.

ხელმოწერების ნამდვილობის შემოწმების პროცედურის გავლის შემდეგ, პარლამენტი საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისიას შექმნის და პროექტის სახალხო განხილვის ერთთვიანი პროცესი დაიწყება.

აღსანიშნავია, რომ კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას სულ მცირე 113 დეპუტატის მხარდაჭერა სჭირდება. მეათე მოწვევის პარლამენტში კი, სადეპუტატო უფლებამოსილებას პარლამენტის 150 წევრიდან მხოლოდ 96 დეპუტატი ახორციელებს.

იხილეთ ვიდეო:პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტმა საკონსტიტუციო ცვლილების პროექტზე საყოველთაო-სახალხო განხილვის კომისიის შემადგენლობა განსაზღვრა

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა