პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო-სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა

პარლამენტში საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო - სახალხო განხილვის საორგანიზაციო კომისია შეიქმნა. შესაბამისი დადგენილება 82 ხმით მიიღეს.

კომისია ხუთი წევრისგან შედგება. ის შემდეგი შემადგენლობით ჩამოყალიბდა:

შალვა პაპუაშვილი პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, კომისიის თავმჯდომარე;

კახა კუჭავა პარლამენტის ვიცე-სპიკერი;

ლევან იოსელიანი პარლამენტის ვიცე-სპიკერი, კომისიის მდივანი;

პარლამენტის წევრები ალექსანდრე ელისაშვილი და დავით ზილფიმიანი.

კონსტიტუციურ კანონში წარმოდგენილი ცვლილებების სახალხო განხილვა ერთი თვის განმავლობაში გაიმართება. ამის შემდეგ განხილვის პროცესი პარლამენტის კომიტეტებში და სესიაზე უნდა გაგრძელდეს.

პარლამენტს კონსტიტუციაში დაგეგმილი ცვლილებები 85 დეპუტატის ხელმოწერით წარედგინა. ცვლილებების ასახვა კონსტიტუციურ კანონის გარდამავალ დებულებებში, ორი მიმართულებით იგეგმება: - 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებისათვის 5%-იანი საარჩევნო ბარიერი 3%-მდე მცირდება. ამასთანავე, 2024 წლამდე და 2024 წელს ჩატარებული არჩევნების შედეგად არჩეულ პარლამენტში, ფრაქციის წევრთა მინიმალური რაოდენობა ოთხ დეპუტატამდე მცირდება.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა