ასლან ბჟანია პოზნერთან დაკავშირებულ პროტესტზე - მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა, რომელთაც კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერი ასლან ბჟანია, რუს ჟურნალისტს ვლადიმერ პოზნერს დაბადების დღეს ულოცავს და ოკუპირებულ რეგიონში ეპატიჟება. ამის შესახებ „სპუტნიკი“ იუწყება.

ასლან ბჟანია აღშფოთებულია იმ ვითარებით, რაც პოზნერს თბილისში შეემთხვა.

„გაკვირვებით აღიქვა აფხაზეთის მოსახლეობამ ვითარება, რომელიც თქვენ ირგვლივ შეიქმნა თბილისში ყოფნის დროს. მხოლოდ აღშფოთება შეიძლება გამოიწვიოს ე.წ. კავკასიელთა ქმედებებმა, რომლებმაც კავკასიის ხალხთა საუკუნოვანი ტრადიცია დაარღვიეს. ძვირფასო ვლადიმერ, აფხაზეთში თქვენ მუდამ გელოდებით. გეპატიჟებით რესპუბლიკაში თქვენთვის ხელსაყრელ პერიოდში“, - მიმართავს ბჟანია პოზნერს.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა