ნინო ბურჯანაძე პოზნერზე - უნდა იცოდნენ, რომ საქართველო პატარაა, მაგრამ ქვეყანაა, ეს არ არის რესტორანი და სახინკლე, რომ მოგინდება, 50 კაცით ჩახვიდე და წესები დაარღვიო

უნდა იცოდნენ, რომ საქართველო პატარაა, მაგრამ ქვეყანაა, ეს არ არის რესტორანი, სახინკლე, სადაც მოგინდა 50 კაცით ჩახვიდე და წესები დემონსტრაციულად დაარღვიო, - ამის შესახებ “ერთიანი საქართველოს” ლიდერმა ნინო ბურჯანაძემ “პალიტრანიუსის” გადაცემა “რეზიუმეში” განაცხადა, რითაც რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ პოზნერისა და მისი სტუმრების საქართველოში ჩამოსვლასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოების ნაწილისგან გამოხატულ პროტესტს გამოეხმაურა.

მისივე თქმით, ხელისუფლებას და ბიძინა ივანიშვილს უნდოდა, რომ პოზნერის ჩამოსვლა გამოეყენებინა თავისი პიარ-მიზნებისთვის.

“როცა პროტესტს ახალგაზრდები გამოხატავენ, ძნელია ფორმა და სიტყვები აკონტროლო, მაგრამ ემოცია, რომ იქნება, გასაგებია. ხელისუფლება ისე უნდა მოიქცეს, ახალგაზრდებს განცდა ჰქონდეთ, რომ ხელისუფლებამ ეს ქვეყანა რესტორნად კი არ გადააქცია, არამედ ხელისუფლება ქვეყნის დაცვას ახერხებს.

ახალგაზრდებს იმის განცდა რომ ჰქონდეთ, ხელისუფლება ისე იქცევა, არავის არ ექნება იმის სურვილი, რომ ჩამოვიდეს ქვეყანაში, რომელიც მძიმედ აღიქვამს რუსულ ჯარებს საქართველოს დედაქალაქიდან 20 წუთის სავალზე; ახალგაზრდებს რომ ჰქონოდათ განცდა, რომ ქვეყანა არ არის გადაქცეული ივანიშვილის ბოსტნად და რესტორნად, სადაც შეგიძლია ჩახვიდე 50 კაცით, კოვიდრეგულაციები დაარღვიო, წესიც დაარღვიო, მთელი საქართველო რომ ჩაკეტილია, შენ იქეიფო, მაშინ პროტესტის ეს ფორმა არ იქნებოდა.

პროტესტის ეს ფორმა განპირობებულია იმით, რომ ახალგაზრდები ხედავენ, რომ ქვეყანას არ ჰყავს პატრონი, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელმაც ქვეყანა გადააქცია თავის საკუთარ ბოსტნად, ივანიშვილი არის ადამიანი, რომელსაც ეს ქვეყანა სჭირდება არა როგორც დამოუკიდებელი, თავისუფალი და ღირსეული სახელმწიფო, არამედ როგორც რესტორანი ან სახინკლე რუსეთიდან ჩამოსული ადამიანებისთვის. იმ ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ საქართველო პატარაა, მაგრამ ქვეყანაა, ეს არ არის რესტორანი, ეს არ არის სახინკლე, სადაც მოგინდა 50 კაცით ჩახვიდე და წესები დემონსტრაციულად დაარღვიო”, - განაცხადა ბურჯანაძემ.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა