ოკუპირებული ცხინვალის „ხელისუფლება“ ვლადიმერ პოზნერს ე.წ. „რესპუბლიკაში“ იწვევს

სამხრეთ ოსეთს არ სურს, რომ თბილისში პოზნერთან დაკავშირებულმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედოს სტუმართმოყვარე კავკასიის იმიჯზე და ტელეწამყვანს რესპუბლიკაში იწვევს,- ამის შესახებ ოკუპირებული ცხინვალის ე.წ. „პრეზიდენტის“ პრესსპიკერმა დინა გასიევმა განაცხადა.

„არ გვსურს, რომ თბილისში მომხდარმა სკანდალმა უარყოფითად იმოქმედოს სტუმართმოყვარე კავკასიის იმიჯზე. სამხრეთ ოსეთი სიამოვნებით იწვევს ვლადიმირ ვლადიმიროვიჩს დღესასწაულის აღსანიშნავად ან უბრალოდ დროის გასატარებლად რესპუბლიკაში ”, - აღნიშნა გასიევმა.

მისი თქმით, ვლადიმერ პოზნერის თბილისში ჩამოსვლასთან დაკავშირებული ინციდენტი „სამხრეთ ოსეთში“ არ გაკვირვებიათ.

„მსოფლიოში რეკლამირებულმა ქართულმა სტუმართმოყვარეობამ უკვე დიდი ხანია აჩვენა თავისი ნამდვილი სახე - საქართველოში ტურისტებს პირველად არ დამუქრებიათ საფრთხე და პირველ რიგში, ეს ეხება რუსეთიდან ჩამოსულებს,“- აღნიშნა გასიევამ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა