„ჯეოქეისის“ ორგანიზებით სტუდენტური სასწავლო პროგრამა - „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ დაიწყო

ანალიტიკურმა ორგანიზაცია “ჯეოქეისმა“ სტუდენტური სასწავლო პროგრამა: „საგარეო პოლიტიკა და უსაფრთხოების საკითხები“ დაიწყო. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ „ჯეოქეისიდან“ აცნობეს.

სასწავლო პროგრამის პირველ შეხვედრაზე „ჯეოქეისის“ თავმჯდომარემ, ვიქტორ ყიფიანმა სტუდენტებს უმასპინძლა, ორგანიზაციის მიზნებსა და სატრენინგო კურსის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

„ანალიტიკისა და კვლევის სფერო პროფესიონალიზმს, შრომისმოყვარეობას, მიუკერძოებლობას და საქმისადმი მაღალ პასუხისმგებლობას საჭიროებს,“- აღნიშნა ვიქტორ ყიფიანმა.

„ჯეოქეისის“ ამერიკისმცოდნეობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულების ხელმძღვანელმა, პროფესორმა ხათუნა ბურკაძემ სასწავლო პროგრამის ფარგლებში შერჩეულ სხვადასხვა უნივერსიტეტის სტუდენტს პირველი ლექცია ნატო-ს თემატიკაზე ჩაუტარა. მან ევროატლანტიკური ინტეგრაციის მნიშვნელობასა და ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გაფართოების პროცესის კრიტერიუმებზე ისაუბრა.

„ნატო-ში წევრობა ნიშნავს ქვეყნისათვის უსაფრთხოების რეალური გარანტიების შექმნას და ალიანსის სხვა წევრებთან ერთად მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღების პროცესში თანაბარი ხმის უფლების ქონას“, - აღნიშნა ხათუნა ბურკაძემ.

„ჯეოქეისის“ ცნობით, სალექციო კურსს მათი გამოცდილი მკვლევარები და ანალიტიკოსები წარუძღვებიან.

„ტრენინგ კურსი საშუალებას აძლევს დამწყებ მკვლევარებსა და ანალიტიკური საქმიანობით დაინტერესებულ ახალგაზრდებს ცოდნა და უნარები გაიღრმავონ ისეთი მიმართულებებით როგორიცაა: ევროატლანტიკური ინტეგრაცია, ევროკავშირთან ურთიერთობა, ადამიანის უფლებები, პოლიტიკის ანალიზი, თავდაცვა და ეროვნული უსაფრთხოება, კიბერუსაფრთხოება, რუსეთის პოლიტიკა სამხრეთ კავკასიაში, Covid -19 და ელექტრონული ჯანდაცვა, საგანგებო ვითარების მართვა და სხვ.

კურსის ფარგლებში, მონაწილეებს, ასევე, საშუალება ექნებათ შეხვდნენ და დისკუსია გამართონ მაღალი კვალიფიკაციის მქონე დარგის სხვა ექსპერტებთან და საჯარო მოხელეებთან. სატრენინგო კურსი შერჩეული მონაწილეებისათვის არის უფასო. კურსთან დაკავშირებულ ყველა ხარჯს ფარავს ანალიტიკური ორგანიზაცია „ჯეოქეისი“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს