მომდევნო კვირიდან „ქართული ოცნება“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის რეგიონებში კამპანიას იწყებს

ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის მამუკა მდინარაძის განცხადებით, მომდევნო კვირიდან მმართველი პარტია რეგიონებში თვითმმართველობის არჩევნებისთვის კამპანიას იწყებს.

როგორც უმრავლესობის სხდომის დასრულების შემდეგ მდინარაძემ განმარტა, მომდევნო ორი თვის განმავლობაში ისინი რეგიონებში შეხვედრებს გამართავენ.

„უმრავლესობის სხდომა ბუნებრივია და არ გაგიკვირდებათ, თუ ვიტყვი, რომ შეეხებოდა მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს, მიმდინარე ვითარებას, არამხოლოდ პოლიტიკურ პროცესებს, ჩვენ მიმდინარე საკითხებზეც, რეგიონებზეც ვილაპარაკეთ. ამ ჭრილში ჩვენ გადავწყვიტეთ ასევე, რომ შემდეგი კვირიდან მმართველი პარტიის ხელმძღვანელები გავალთ რეგიონებში. მათ შორის, ერთგვარად შეგვიძლია დავარქვათ საარჩევნო კამპანიის დაწყებაც თვითმმართველობის არჩევნებისთვის, მაგრამ სხვა საკითხებიც იქნება ასევე პრიორიტეტული, რეგიონალური გამოწვევები და ჩვენ თითქმის ყველა რეგიონში გვექნება მომდევნო 2 თვის განმავლობაში შეხვედრები, მათ შორის, პირველ რიგში, პარტიულ აქტივთან და სხვა საკითხებითაც დავინტერესდებით“, - განაცხადა მდინარაძემ.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს