კაპიტოლიუმთან მძღოლმა ბარიერი გაარღვია და ორ პოლიციელს შეეჯახა, რის შემდეგაც კონგრესის შენობა ჩაკეტეს

კაპიტოლიუმის შენობასთან მძღოლმა ბარიერი გაარღვია და ორ პოლიციელს შეეჯახა, რის შემდეგაც დამატებითი უსაფრთხოების მიზნით, აშშ-ის კაპიტოლიუმის მიმდებარე ქუჩები გადაიკეტა და კონგრესის შენობების შესასვლელები ჩაიკეტა.

„გარე საფრთხის გამო კაპიტოლიუმის კომპლექსის არცერთი შენობაში არ არის დაშვებული შესვლა და გამოსვლა“, - განუცხადა „ფოქსნიუსს“ წყარომ.

როგორც „ფოქსნიუსი“ წერს, ეჭვმიტანილი შეჯახების შემდეგ მანქანიდან გადმოვიდა და ის დანით იყო შეიარაღებული, ამ დროს მას სამართალდამცველებმა ესროლეს. როგორც სააგენტო „როიტერის“ წყარო იტყობინება, დიდი ოდენობით პოლიციელების მობილიზება მოხდა, ადგილზე პატრულირებდა ვერტმფრენიც. პოლიციის ცნობით, ეჭვმიტანილი დაკავებულია. დაშავებული პოლიციელები, დაჭრილ ეჭვმიტანილთან ერთად, საავადმყოფოში გადაიყვანეს. ამ ეტაპზე პოლიციას მიაჩნია, რომ თავდამსხმელი მარტო მოქმედებდა და სხვა რომელიმე ჯგუფთან კავშირში არ არის.

პაატა ზაქარეიშვილი - მგონი, ევროკავშირი ხვდება, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროკავშირი არც თავისთვის და არც საქართველოსთვის არ უნდა
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
კავკასიის მედიცინის ცენტრს ევროპის ონკოგინეკოლოგთა ასოციაციის (ESGO) აკრედიტაცია მიენიჭა
Idram და Alipay+ ხელს უწყობენ სომხეთში საერთაშორისო QR გადახდებს, რითაც ადგილობრივ ბიზნესებს ციფრული საფულეების გლობალურ მომხმარებლებთან აკავშირებენ
„მადლიერების ჩიტი“ – ჯილდო ქართული ტრადიციული მუსიკის ერთგულ მხარდამჭერებს