ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს

ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს სადეპუტატო მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს.

“ყველამ ვისაც აქვს მანდატი, კიდევ ერთხელ უნდა მიმართოს პარლამენტს ამ მანდატის გაუქმებაზე, მე ეს გადაწყვეტილება მიღებული მაქვს და მგონია, რომ ეს გასაკეთებელია", - განაცხადა "გირჩი - მეტი თავისუფლებისთვის” ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ ოპოზიციური პარტიების შეხვედრის შემდეგ.

მისივე თქმით, მსგავსი გადაწყვეტილება მოლაპარაკებების პროცესს ხელს არ შეუშლის და აჩვენებს ოპოზიციის სერიოზულ განწყობას.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ერთ-ერთი ლიდერი სერგო ჩიხლაძე კი განმარტავს, რომ ოპოზიცია ასევე მსჯელობს მიმართოს საკონსტიტუციო სასამართლოსაც მანდატების გაუქმებასთან დაკავშირებით.

„კიდევ არის ერთი ვარიანტი, რომ საკონსტიტუციო სასამართლოს მივმართოთ რატომ არ უქმდება მანდატები. მოგეხსენებათ, ანტიკონსტიტუციურია ის, რაც ხდება. ამაზე იყო მსჯელობა, თუმცა საბოლო გადაწყვეტილება არ მიგვიღია“,- აცხადებს ჩიხლაძე.

იხილეთ ვიდეო:ოპოზიციამ შესაძლოა, პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს

ანდრო გოცირიძე - პოლიტიკური სარგებლის მიღების მიზნით, მმართველი პარტია არ ერიდება მოსახლეობის დაპირისპირებას, პოლარიზაციის გაღვივებას და აღვირახსნილ ანტიდასავლურ კამპანიასაც კი
მამუკა ხაზარაძე - ცვლილებების დროა! ხელისუფლება, რომელიც ემსახურება რუსეთს, უნდა დასრულდეს! „ლელო“ ემსახურება საქართველოს!
აკადემიკოსი გიორგი ჯაფარიძე - ქვეყანა რომ წარმოდგენილი იყოს მსოფლიოს სამეცნიერო რუკაზე, აუცილებელია მასში მცხოვრები მეცნიერები თავისი საქმიანობით მონაწილეობდნენ საერთაშორისო სამეცნიერო პროცესში
ქართული პრესის მიმოხილვა 28.03.2024
„გავერთიანდეთ ჩვენი გმირებისთვის“ - სილქნეტი დაჭრილ მებრძოლთა თანადგომის ფონდის საქმიანობის ანგარიშს აქვეყნებს
საქართველოს უნივერსიტეტი -  iOS LAB Apple ავტორიზებული სასწავლო ცენტრი
საქართველოს თავდაცვის დილემა - რთული არჩევანი რთულ ვითარებაში
ამერიკული სამედიცინო ჰოლდინგი - CooperSurgical-ი საქართველოში ოვამედის ორგანიზებით სამდღიან სემინარს მართავს