შალვა პაპუაშვილი - 5-6 თვეა ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ პარლამენტში უნდა შემოსულიყვნენ, ხან პირიქით - ჩამოყალიბდნენ, ხვალ ორშაბათია და მოვიდნენ

5-6 თვის განმავლობაში ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ, დღეს კვირაა - ხვალ ორშაბათია, სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში , - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რითაც უპასუხა კითხვას, რამდენად ელოდება, რომ ოპოზიციის ნაწილი პარლამენტში შესვლას გადაწყვეტს.

ამასთან, პაპუაშვილმა შეაფასა ოპოზიციის ნაწილის განცხადებები, რომ შესაძლოა, ოპოზიციამ პარლამენტს მანდატების გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართოს, პაპუაშვილი აცხადებს, რომ ეს დამოკიდებულება კიდევ ერთხელ აჩვენებს, რამდენად არასერიოზულად ეპყრობიან ისინი ევროპელი კოლეგების ძალისხმევას მედიაციისთვის.

„ისინი ამითაც აჩვენებენ, რომ არასდროს ყოფილან მომართული თანხმობისკენ, არასდროს არ სურდათ მათ, რომ ის შედეგები, რაც არჩევნებზე დადგა, რეალურად ასახულიყო პარლამენტში. გუშინ გარდა ამის, ჩვენ მოვისმინეთ „ნაციონალური მოძრაობის“ და "ევროპული საქართველოს“ წარმომადგენლების განცხადებები, რომ „ქართულ ოცნებას“ მოეწერა ხელი, ამას მნიშვნელობა არ აქვს, რადგან ისინი არავითარ შემთხვევაში არ აწერენ ხელს და ფარატინა ქაღალდი უწოდეს ამ დოკუმენტს. მანამდე კოჭლი დოკუმენტი, ახლა ფარატინა ქაღალდი, ამ ძალისხმევას და ევროპელი და ამერიკელი კოლეგების მოწოდებას პასუხობენ იმით, რომ კვლავ ინიციატივა აქვთ მიმართონ პარლამენტს მანდატების შეჩერებაზე, ამაზე ჩვენი პასუხი ცნობილია“,- განაცხადა პაპუაშვილმა.

მისივე თქმით, "ნაციონალური მოძრაობა" და ევროპული საქართველო მიმართულია, რომ მოლაპარაკება ჩაშალონ.

„მთელი საქართველო აკვირდება ყველაფერს, ხედავთ, რომ შიგნითაც ოპოზიცია უკვე საუბრობს ამაზე, მოქალაქეები, „გირჩი“ საუბრობენ ამაზე. ვხედავთ ყველა, რომ არის პოლიტიკური ჯგუფები, განსაკუთრებით ეს შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, „ევროპულ საქართველოს“, რომლებიც პირდაპირ მომართულნი არიან იმისკენ, რომ არათუ მოლაპარაკება ჩაშალონ, არამედ მთავარი არსი მათი მოქმედების არის ის, რომ წაგლიჯონ ძალაუფლება ხალხს, ეს არის მთავარი მიზანი, ისინი ხალხის მეშვეობით ამ ძალაუფლებას ვერ მოიპოვებენ, არჩევნებს აგებენ და ცდილობენ სხვა გზები გამონახონ, რომ ძალაუფლება მიიღონ. ყველა მიზეზს იყენებენ იმისთვის, რომ რამენაირად არიონ სიტუაცია და ის რაც ვერ შეძლეს დემოკრატიული გზით მოეპოვებინათ, ძალით წაგლიჯონ ხალხს.

ამ 5-6 თვის განმავლობაში ჩვენ ვხედავდით სხვადასხვა პარტიის ყანყალს, ხან გადაიხრებოდნენ, რომ უნდა შემოსულიყვნენ პარლამენტში, ხან პირიქით, ხან ერთი საკითხია მათთვის მნიშვნელოვანი, ხან მეორე. მთავარი და ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ყველაფერში არის ქართველი ხალხი, უპირველეს ყოვლისა, ამას უნდა სცენ პატივი, მათ პატივი უნდა სცენ მანდატს, რომელიც მათაც მიიღეს და ის უნდა განხორციელონ პარლამენტში. საბოლოო ჯამში, ჩამოყალიბდნენ სულყველა, დღეს კვირა დღეა, დასვენების დღე, ხვალ ორშაბათი სამუშაო დღეა და მოვიდნენ პარლამენტში,“- განაცხადა პაპუაშვილმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს