შალვა პაპუაშვილი - ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება - განაცხადეს, რომ დოკუმენტი იყო კოჭლი

ოპოზიციამ პირდაპირ თქვა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები და რურუას მყისიერი გათავისუფლება არ იქნებოდა, ისინი ხელს არ მოაწერდნენ დოკუმენტს და შეთანხმებაზე უარს აცხადებდნენ , - ამის შესახებ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ - ქალაქი“ კრისტიან დანიელსონის მედიაციით ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდის ჩაშლასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია ითხოვდა რიგგარეშე არჩევნებს და გიორგი რურუას გათავისუფლებას, რომელიც დოკუმენტში ასახული არ იყო.

მისივე თქმით, ჩანს ვინ ჩაშალა მოლაპარაკება.

„ევროპული საქართველოს" ლიდერმა გუშინ განაცხადა, რომ მიუხედავად იმისა, „ქართული ოცნება“ მაშინ მოაწერდა ან ახლა მოაწერს თუ არა ხელს, ისინი ხელს მაინც არ აწერენ ამ დოკუმენტს. იქ გახლდით და ჩემი თვალით ვნახე, ვინ ჩაშალა მოლაპარაკება. დოკუმენტი, რომელიც წარმოადგინა დანიელსონმა, ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად მოგვწონს ეს დოკუმენტი და ოპოზიციამ თქვა პრინციპულად, რომ არ მოსწონს ეს დოკუმენტი. ეს არის, მოკლედ რომ ვთქვათ, მთელი არსი იმ დიალოგის, რომელიც იქ შედგა. საჯაროდაც ითქვა, რომ ოპოზიცია ითხოვდა რიგგარეშე არჩევნების დამატებას, რიგგარეშე არჩევნები არ იყო დოკუმენტში, ასევე, ითხოვდნენ გიორგი რურუას საკითხის დამატებას.

დოკუმენტში საუბარი იყო ორი სისხლის სამართლის საქმეზე, იქ განმარტა დანილსონმა, რომ რაც შეეხება ნიკა მელიას საქმეს აქ კარგი იქნებოდა ამნისტიის გამოცემა 20 ივნისთან დაკავშირებით, იმისთვის რომ ამ საკითხთან დაკავშირებით დამთავრებულიყო საზოგადოებაში აზრთა სხვადასხვაობა. გიორგი რურუასთან დაკავშირებით იქ ითქვა, რომ აქ არსებობს სამართლებრივი მექანიზმები, რომელიც ისედაც მოუწევს მას, იცით რომ არის პირობითი გათავისუფლების მექანიზმი, ამიტომ უნდა დალოდებოდა ყველა ამ სამართლებრივი მექანიზმების ამუშავებას.

ოპოზიციამ პირდაპირ თქვა, რომ თუ რიგგარეშე არჩევნები და რურუას მყისიერი გათავისუფლება არ იქნებოდა ისინი ხელს არ მოაწერდნენ დოკუმენტს და შეთანხმებაზე უარს აცხადებდნენ. მათ შემდეგ განაცხადეს, რომ ეს დოკუმენტი იყო კოჭლი დოკუმენტი.

თავისთავად მეტი პასუხისმგებლობა ხელისუფლების მხარეს არის. ჩვენ ვთქვით, რომ პრინციპულად ვეთანხმებოდით ამ დოკუმენტის სულისკვეთებას. გვქონდა ჩვენ მოსაზრებები და ამ მოსაზრებებთან დაკავშირებით არც კი ყოფილა მსჯელობა იმხელა ულტიმატუმი იყო მეორე მხარეს. მაგალითად მოსაზრებები იყო საკონსტიტუციო უმრავლესობით ცესკოს წევრების არჩევა“ , - განაცხადა პაპუაშვილმა.

ამასთან, შალვა პაპუაშვილის თქმით, სასამართლოსთან დაკავშირებით იმ დოკუმენტში არცერთ პუნქტთან არ ჰქონდათ შენიშვნა, ყველა პუნქტს ხელს აწერდნენ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა