სოზარ სუბარი - ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტის მოთხოვნით­ რომ მოგვმართავენ, როგორც კი შეწყვეტის დღე ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო, - ასე პასუხობს საპარლამენტი უმრავლესობის წევრი სოზარ სუბარი ოპოზიციაში გაკეთებულ განცხადებებს, რომ შესაძლოა, მათ პარლამენტს მანდატის გაუქმების მოთხოვნით კიდევ ერთხელ მიმართონ.

სუბარი ოპონენტებს მოუწოდებს, ჩამოყალიბდნენ, მართლაც სურთ თუ არა მანდატების შეწყვეტა.

„ჯერ ჩამოყალიბდენ, მართლა უნდათ თუ არა, რომ მანდატები შევუწყვიტოთ და შემდეგ ჩვენ ვიფიქრებთ, მივცეთ თუ არა სახელმწიფოს შანტაჟის უფლება. მათი ნებაა შეწყვეტა მოითხოვონ, პარლამენტში შემოვიდნენ ან არა. თითოეული დეპუტატის ინდივიდუალური გადასაწყვეტია, რომელ ღილაკს მიაჭერს თითს - წითელს, მწვანეს თუ საერთოდ არ დააჭერს,“ - განაცხადა სუბარმა.

მან ასევე უპასუხა კითხვას, ხომ არ იქნება მანდატების არშეწყვეტა კანონთან წინააღმდეგობაში.

„თითოეულ დეპუტატს და პარლამენტს ასეთი უფლება რომ არ ჰქონდეს, კონსტიტუციაში ეწერებოდა, რომ ადამიანს, რომელიც მოითხოვს სადეპუტატო უფლებამოსილების შეწყვეტას, ავტომატურად შეუწყდებოდა და აღარ იქნებოდა კენჭისყრა საჭირო,“ - განაცხადა სუბარმა.

ცნობისათვის, ოპოზიციაში აცხადებენ, რომ მანდატების გაუქმების მოთხოვნით შესაძლოა, პარლამენტს კიდევ ერთხელ მიმართონ.

იხილეთ ვიდეო:სუბარი - ჩამოყალიბდნენ, უნდათ თუ არა მანდატის შეწყვეტა - შეწყვეტის დღე რომ ახლოვდება, თხოვნას აყოლებენ, არ შეწყვიტოთო

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა