Factcheck.ge-მ ვაქცინაციის მხარდასაჭერად ჩატ ბოტი, FactChat შექმნა

დეზინფორმაცია ვირუსივით ვრცელდება, ხოლო როცა ყალბი ამბავი კოვიდვაქცინას ეხება, ვრცელდება ვირუსიც. “საქართველოს რეფორმების ასოციაციას“ თავისი ინოვაციური პროექტით, Factcheck.ge-ით, სურს, წვლილი შეიტანოს ამ პრობლემის დაძლევაში.

Factcheck.ge-მ დაიწყო კამპანია #შეაჩერეგავრცელება, რომლის ფარგლებშიც შეიქმნა ჩატ ბოტი, FactChat. ბოტის მიზანია, მარტივად მიაწოდოს მომხმარებელს სანდო, გადამოწმებული ინფორმაცია და თავადაც ასწავლოს, როგორ ამოიცნოს პროპაგანდა თუ ყალბი ამბავი.

FactChat დაგეხმარება, გაიგო, რა არის ტყუილი და შეაჩერო გავრცელება.

განსაკუთრებით დიდი ყურადღება ბოტში კორონავირუსისა და კოვიდვაქცინის ირგვლივ გავრცელებულ დეზინფორმაციას ეთმობა. აქ ერთად არის თავმოყრილი ყველა სასარგებლო ინფორმაცია ვაქცინაციის შესახებ; ასევე ბოტი გაფრთხილებს, რას არ უნდა დაუჯერო ამ თემაზე - გთავაზობს ყველაზე გავრცელებულ მითებს კოვიდვაქცინაზე მათ გამაბათილებელ არგუმენტებთან ერთად.

FactChat საგანმანათლებლო ფუნქციასაც ითავსებს- სახალისო ფორმატით, სხვადასხვა აუდიო-ვიზუალური მასალის გამოყენებით აცნობს მომხმარებლებს აქტუალურ პროპაგანდისტულ ნარატივებსა და იმ ტექნიკებს, რომლებსაც ცუდი აქტორები დეზინფორმაციის გასავრცელებლად იყენებენ და ასწავლის მათ, როგორ არ მოტყუვდნენ.

„თუკი მუდმივად ხდება მოსახლეობის ობიექტური ინფორმირება, ეს ზრდის იმუნიტეტს დეზინფორმაციის მიმართ. გვსურს, რაც შეიძლება მეტ ადამიანს მივაწოდოთ საჭირო ინფორმაცია ამ თემაზე, რათა ქართული საზოგადოება გახდეს უფრო იმუნური და შეცდომაში არ შეიყვანოს იმ პროპაგანდისტულმა გზავნილებმა, რომლებსაც ასე აქტიურად ავრცელებენ ჩვენი მოწინააღმდეგეები.“ - აცხადებენ ორგანიზაციაში.

იმისათვის, რომ მუდმივად ობიექტურად იყო ინფორმირებული, ბოტში სპეციალური სექცია, „კვირის აქტუალური ყალბი ამბებია“ ჩაინტეგრირებული, რისი საშუალებითაც, მომხმარებელს მარტივად აქვს წვდომა აქტუალურ გადამოწმებულ სიახლეებზე, მათ შორის კორონავირუსის ირგვლივ გავრცელებულ მოვლენებზე.

Factcheck.ge-ის გუნდი ეძებს და ამოწმებს სოციალურ ქსელებში (Facebook & Instagram) გავრცელებულ ყალბ ამბებს და გამოაქვს შესაბამისი ვერდიქტები. ამ აქტუალური ყალბი ამბების ნახვაც აქვე, ბოტშია შესაძლებელი.

ამასთან, Factcheck.ge Fact-Checker-თა საერთაშორისო ქსელის (International Fact-Checking Network - IFCN) წევრი და Facebook-ის პარტნიორია. ყალბ ამბად მონიშნულ პოსტს Facebook უზღუდავს გავრცელებას, იმ გვერდებს კი, რომლებიც განმეორებით არღვევენ Facebook-ის წესებს და ხშირად ავრცელებენ დეზინფორმაციას, გარკვეული პერიოდით გავრცელება და რეკლამირების შესაძლებლობა ეზღუდება.

FactChat-ის საშუალებით შენ თავადაც შეგიძლია შეაჩერო გავრცელება. თუ არ ხარ დარწმუნებული, რამდენად სანდოა ის პოსტი, რასაც კითხულობ, შეგიძლია ბმული ბოტს გაუგზავნო. Factcheck.ge-ის გუნდი შეამოწმებს ბმულს და FactChat-იც მალევე ვერდიქტით დაგიბრუნდება.

#შეაჩერეგავრცელება : https://www.facebook.com/FactChat.Factcheck

(R)

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა