ვლადიმერ პოზნერი - საპატიო კახელი ვარ და კიდევ ჩავალ საქართველოში - კვერცხის სროლის მოყვარულები, ყველა ქვეყანაში არსებობენ და ყურადღებას არ იმსახურებენ

რუსი ჟურნალისტი ვლადიმერ პოზნერი საკუთარ ვებგვერდზე - „pozneronline.ru თბილისში მის ვიზიტთან დაკავშირებულ მოვლენებს იხსენებს და ამბობს, რომ საქართველოზე და ქართველებზე წყენა არ აქვს, არის საპატიო კახელი და საქართველოში კიდევ ერთხელ ჩამოვა.

„მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც დაბადების დღე მომილოცა. თქვენ არ იცით, იყო ძალიან ბევრი მოლოცვა და თითოეულისთვის პასუხისა და მადლობის გადახდისთვის ძალა არ მეყო. ამიტომ, მინდოდა ეს დღეს გამეკეთებინა.

ასევე მადლობა გადამეხადა ყველასთვის, ვინც შეშფოთდა ჩემი მდგომარეობის გამო, როდესაც მეგობრებთან ერთად ვიყავით თბილისში, რათა იქ აღგვენიშნა ჩემი დღესასწაული. ეს არის გარკვეული ტრადიცია, ეს ჩვენ ორჯერ უკვე გავაკეთეთ - და აი, მესამედაც ჩავედით და იქ მოხდა ის, რაც მოხდა.

მე უკვე ვთქვი, რომ არ გავაკეთებდი კომენტარს ამ მოვლენაზე და არც ვაკეთებდი კომენტარს, მაგრამ იმის გამო, რომ განაგრძობენ ძალიან ბევრი კითხვის დასმას: მოგვიყევით, რა და როგორ... გადავწყვიტე, ეს ახლა გავაკეთო ყველასთვის და გავაკეთო ეს მოკლედ და გასაგებად.

როგორც მე მესმის, საქართველოში მიდის გამძაფრებული პოლიტიკური ბრძოლა და ოპოზიციამ გამოიყენა ჩემი ჩასვლა, რათა მოეწყო - არ ვიცი ამას რა ვუწოდო - შეკრების მსგავსი. გაიხსენეს ჩემი სამი წლის წინანდელი გამონათქვამი აფხაზეთის შესახებ, რათა ხმა მოეწვდინათ ჩვენთვის ავტობუსზე კვერცხის დაშენით - როგორც ჩანს, ქათმის კვერცხები მათ საკმარისად აქვთ - დაერტყათ ჩვენი რესტორნის კედლებზე, ჩვენი სასტუმროს აივნების ქვეშ ეყვირათ, დაესტვინათ და ა.შ. მე მივიღე გამგზავრების გადაწყვეტილება - რატომ უნდა ჩამეგდო საფრთხეში მეგობრები, სულ მცირე. დავბრუნდით მოსკოვში და სრულიად მშვენივრად აღვნიშნეთ დაბადების დღე. თბილისის ეს გამოცდილება ძალიან დაგვეხმარა, რაც არ უნდა უცნაურად მოგეჩვენოთ. მთელი სიცხადით მინდა ვთქვა, რომ არავითარი წყენა საქართველოზე და ქართველებზე არ მაქვს, ამასთან, მე საპატიო კახელიც ვარ და მე, რა თქმა უნდა, კიდევ ჩავალ საქართველოში - უეჭველად. ისეთი კვერცხის სროლის მოყვარულები, განსაკუთრებით, თუკი ამისთვის ფულს გიხდიან, ყველა ქვეყანაში არსებობენ და როგორც უკვე ვწერდი, ისინი ყურადღებას არ იმსახურებენ“, - წერს პოზნერი.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
გიორგი კაჭარავა - 2024 წლის აპრილის მოვლენები განსაზღვრავენ გლობალური პოლიტიკის და უსაფრთხოების სამომავლო ტრენდებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა