თბილისის ბინების განაწილებასთან დაკავშირებით დევნილების მიღება გაიმართა

დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თბილისში, ახალაშენებულ კორპუსებში ბინას 260-მდე დევნილ ოჯახს გადასცემს. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტოდან აცნობეს.

მათივე ინფორმაციით, ბინების განაწილების შესახებ გადაწყვეტილება დევნილთა საკითხების შემსწავლელმა კომისიამ ღიად და გამჭვირვალედ, განსახლების კრიტერიუმების შესაბამისად მიიღო.

სააგენტოს დირექტორი ბესარიონ სიმონიშვილი, დირექტორის მოადგილეები და დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის წევრები ინდივიდუალურად ხვდებიან იმ იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს, რომლებსაც საცხოვრებელი ფართების განაწილების პროცესთან დაკავშირებით შეკითხვები გააჩნიათ.

სააგენტოში გამართულ მიღებაზე, კომისიის წევრები დევნილებს დეტალურად განუმარტავენ, ამ ეტაპზე, რის საფუძველზე ვერ მიიღეს საცხოვრებელი ფართი. ბინები, კრიტერიუმების გათვალისწინებით, ყველაზე მაღალი ქულების მქონე იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს გადაეცემათ.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს