თამარ გაბუნია - პრემიერი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმით პრიორიტეტული ვაქცინაციაა განსაზღვრული და მხოლოდ პრომოციისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ

„პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ“,- ამის შესახებ ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, რისკი ყველგან არის და ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს.

“უკვე გავრცელდა საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მხრიდან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრს დაუდასტურდა კორონავირუსული ინფექცია. მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი და ის, რა თქმა უნდა, ჩაიტარებს ყველა შესაფერის მკურნალობას, რაც ამ შემთხვევაში ტარდება. თვითიზოლაციაში გრძელდება მისი მკურნალობა.

როგორც მოგეხსენებათ, ჩვენი აცრების გეგმა ძალიან მკაცრად განსაზღვრულ ასაკობრივი ჯგუფების ეტაპობრივობას მიჰყვება. ასევე, ჯანდაცვის სფეროს პროფესიონალების აცრა არის პრიორიტეტული. ამ შემთხვევაში პრემიერ-მინისტრი არ მიეკუთვნებოდა არც ერთ ჯგუფს, რომლისთვისაც გეგმის მიხედვით პრიორიტეტული ვაქცინაცია არის განსაზღვრული და მხოლოდ საზოგადოებრივი პრომოციის მიზნებისთვის ვაქცინაციის ჩატარება ამ შემთხვევაში მიზანშეწონილად არ ჩავთვალეთ. იყო თავიდან განსაზღვრული მსგავსი ინიციატივები, მაგრამ შემდეგ არასწორი რეაქცია გამოიწვია. არც ამ შემთხვევაში არ მოხდა მისი ვაქცინაცია. სამწუხაროდ, ქვეყანა ვაქცინაციის ადრეულ ეტაპზეა და მხოლოდ განსაკუთრებით მაღალი რისკის ჯგუფები იცრებიან. როგორც ვხედავთ, რისკი ყველგან არის და სამწუხაროდ, ინფექცია ყველას შეიძლება შეხვდეს“, -განაცხადა თამარ გაბუნიამ.

ვაჟა ბერიძე - ხელისუფლების საშინაო პოლიტიკის კურსის რეალიზაცია ავტორიტარული ტენდენციების გაძლიერებას გამოიწვევს, დროებით იქნება ეს თუ ხანგრძლივი ისტორიული პერიოდის განმავლობაში, ამას უახლოესი მომავალი გვიჩვენებს
ქართული პრესის მიმოხილვა 22.12.2025
ადვოკატი „ცენტრალ თაუერის“ საქმის სასამართლო დავაზე - მიტაცებული კორპუსი დაბრუნდა, საქმეზე დაკავებულია სამი პირი
ლოპოტას ტყის სპას პრემიუმ კლასის შვეიცარიული ბრენდი Valmont-ი შეუერთდა
სიახლე „სანებოსგან“: ყველი იმერულად - ისეთი, როგორიც გიყვართ
„სილქნეტის“ მხარდაჭერით, „რედისონ ბლუ ივერიაში“ დავით კუხალაშვილის ნამუშევრების სოლო გამოფენა გაიხსნება
კორპორატიული საახალწლო საჩუქრები: რას ირჩევენ კომპანიები პარტნიორებისა და თანამშრომლებისთვის - რჩევები ყვავილების მაღაზია Lovely Roses-სგან
ნიუ იორკის მერი თბილისშია, ერიკ ადამსი სასტუმრო ტელეგრაფს ეწვია