ვლადიმერ ზელენსკი - ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა - უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის რეალური სიგნალი იქნება

ჩვენ მოწოდებული ვართ ჩვენი არმიისა და თავდაცვის სექტორის რეფორმირებისთვის, მაგრამ რუსეთს მხოლოდ რეფორმები არ შეაჩერებს. ნატო დონბასში ომის დასრულების ერთადერთი გზაა. უკრაინისთვის MAP-ის მინიჭება რუსეთისთვის ნამდვილი სიგნალი იქნება, - უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ამის შესახებ პრეზიდენტმა ვლადიმერ ზელენსკიმ ნატო-ს გენერალურ მდივანთან, იენს სტოლტენბერგთან სატელეფონო საუბრისას განაცხადა.

მათივე ცნობთ, ვლადიმერ ზელენსკიმ და იენს სტოლტენბერგმა დონბასში უსაფრთხოების კუთხით არსებული მდგომარეობის გამწვავების საკითხი განიხილეს.

”ბოლო კვირების განმავლობაში ჩვენ დავინახეთ რუსეთის საოკუპაციო ძალების მიერ ცეცხლის შეწყვეტის ფაქტების გაზრდის ძალზე საშიში ტენდენცია. დაიღუპნენ უკრაინელი ჯარისკაცები”, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მან იენს სტოლტენბერგს უკრაინის საზღვრებთან რუსეთის ჯარის მობილიზების შესახებ ინფორმაციაც მიაწოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, ზელენსკიმ მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს ალიანსის მიერ უკრაინის უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სიტუაციის მიმართ ყურადღების გამოჩენისთვის და ნატოს წევრებს მოუწოდა, მეტი ყურადღება მიაქციონ შავი ზღვის რეგიონის უსაფრთხოების საკითხს და რეგიონში სამხედრო ყოფნა გააძლიერონ.

”ასეთი მუდმივი ყოფნა უნდა იყოს ძლიერი შემაკავებელი ფაქტორი რუსეთისთვის, რომელიც განაგრძობს რეგიონის მასშტაბურ მილიტარიზაციას და ხელს უშლის სავაჭრო გადაზიდვებს”, - განაცხადა ზელენსკიმ.

გია ხუხაშვილი - ახლა რაც ხდება არის ბრძოლა მომავალსა და წარსულს შორის, ფრონტის ხაზი გავლებულია და დარწმუნებული ვარ, ის მომავლის გამარჯვებით დასრულდება
ქართული პრესის მიმოხილვა 16.05.2024
სტივენ ბლოკმანსი - თუ საქართველო ევროკავშირთან დაახლოების შესაძლებლობას ხელიდან გაუშვებს, საკმაოდ ბევრი დრო დასჭირდება ავტოკრატიული რეჟიმის მიერ მიყენებული ზიანის გამოსწორებას
სავაჭრო ცენტრ „იდეალის” ახალი ფილიალი გაიხსნა
ქართული ბანკების სიმყარეს კაპიტალის, რეზერვების და ლიკვიდურობის მაღალი დონე განაპირობებს