ცხინვალის დე ფაქტო რეჟიმი ე.წ. საჰაერო სივრცის დარღვევაში ქართულ მხარეს ადანაშაულებს

ოკუპირებული ე.წ. სამხრეთ ოსეთი საქართველოს ხელისუფლების მიერ კონტროლირებული ტერიტორიიდან ე.წ. საჰაერო სივრცის გახშირებულ დარღვევის ფაქტებზე საუბრობს. ამის შესახებ სააგენტო „რესი“ იუწყება.

„სამხრეთ ოსეთის კომპეტენტური ორგანოების მონაცემებით, 1-ელი იანვრიდან 4 აპრილის პერიოდში, რესპუბლიკის საჰაერო სივრცეში დაფიქსირდა უცხოეთის საჰაერო ხომალდების 133 გაფრენის ფაქტი 9 000 მეტრის სიმაღლეზე. მათ შორის, იანვარში 35 შემთხვევა, თებერვალში - 69, მარტში - 28, აპრილში კი -ერთი. საგარეო საქმეთა სამინისტრო უფლებამოსილია განაცხადოს, რომ უკიდურესად შეშფოთებულია მოცემული ფრენების ფაქტებით, რომლებიც სამხრეთ ოსეთის უსაფრთხოებას პოტენციურ საფრთხეს უქმნის“, - აღნიშნულია დე ფაქტო უწყების განცხადებაში.

„რესის“ ინფორმაციით, უწყება ამ ფაქტებს უკავშირებს 2020 წლის 8 დეკემბრიდან საქართველოს მიერთებას ევროპის ერთიანი საავიაციო სივრცის შეთანხმებასთან.

„ეჭვს არ იწვევს, რომ საქართველო ცდილობს გამოიყენოს აღნიშნული შეთანხმება პოლიტიკურ ინსტრუმენტად თავისი უკანონო პრეტენზიების ლეგიტიმაციისთვის“, - აცხადებენ დე ფაქტო უწყებაში.

მირიან მირიანაშვილი - აშშ-ს სცენარით სამხრეთ კავკასიის რეგიონის გადაფორმატება ხდება, ამ ტენდენციების წინააღმდეგ წასვლა ივანიშვილის მხრიდან პოლიტიკური თვითმკვლელობის ტოლფასი იქნებოდა
ქართული პრესის მიმოხილვა 28.07.2025
ევექსი იცავს საერთაშორისო სტანდარტის შესაბამის მაღალ ხარისხს