ალუდა ღუდუშაური - ბუნებრივი და გასაგებიც არის ოპოზიციის შფოთვა და წუხილი, რომ სულ ბიძინა ივანიშვილის აჩრდილს ხედავდეს

ბუნებრივი და გასაგებიც არის ოპოზიციის შფოთვა და წუხილი, რომ სულ ბიძინა ივანიშვილის აჩრდილს ხედავდეს, - ასე პასუხობს საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ალუდა ღუდუშაური ჟურნალისტების კითხვას „ქართული ოცნების“ პარტიულ დაფინანსებაში ბიძინა ივანიშვილის მონაწილეობის შესახებ.

ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, მოქალაქეებს აქვთ შესაძლებლობა, დააფინანსონ ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის მიზნებთან ყველაზე ახლოს დგას.

„ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რომ ის წავიდა პოლიტიკიდან და თქვენ ხედავთ, რომ ამის შემდეგ ერთი განცხადებაც არ გაუკეთებია, ერთ პოლიტიკურ აქტივობაში არ მიუღია მონაწილეობა, განსხვავებით სხვა პოლიტიკურად ანგაჟირებული ოპოზიციური ლიდერებისგან, რომლებიც ჩვენს ქვეყანას თავს არ ანებებენ. ამიტომ ბიძინა ივანიშვილს თქვენ ბუნებრივია, ხედავთ, ყველა იმ მოქალაქეში, რომელსაც მიაჩნია, რომ „ქართული ოცნება“ არის სწორედ ის ძალა, რომელიც ხალხთან ყველაზე ახლოს არის, ხალხის ინტერესებზე ორიენტირებულია და ბუნებრივია, ოპოზიციის რომელიმე წარმომადგენლის შფოთვა და წუხილი, რომ სულ ბიძინა ივანიშვილის აჩრდილს ხედავდეს, ეს გასაგებიც არის და არ მიკვირს, რომ ეს კითხვები ისმოდეს. ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს ვინ აუკრძალა, რომ დააფინანსოს ის პოლიტიკური ძალა, რომელიც მის მიზნებთან და ამოცანებთან ყველაზე ახლოს არის,“ - განაცხადა ღუდუშაურმა.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს