საია-მ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან“ ერთად ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ“ „ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა.

როგორც საია-ს თავმჯდომარემ ნიკა სიმონიშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე განაცხადა, საჩივრები 2019 წლის 20-21 ივნისს ანტისაოკუპაციო აქციის დაშლისას 22 პირის, მათ შორის მშვიდობიანი შეკრების უფლებით მოსარგებლე 10 პირის, მედიის 11 წარმომადგენლის და მოვლენების ეპიცენტრში შემთხვევით აღმოჩენილი ერთი პირის მიმართ, სახელმწიფოს მიერ ძალის გადამეტებას და განხორციელებულ ქმედებებზე ეფექტიანი გამოძიების ჩაუტარებლობას შეეხება.

საიაში აღნიშნავენ, რომ გამოყენებული ძალა უკანონო და არაპროპორციული იყო.

მათი შეფასებით, დაფიქსირდა ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელშეშლის ფაქტებიც.

„ვითხოვთ წამების აკრძალვის თაობაზე კონვენციის მუხლის დარღვევის დადგენას. ასევე, მედიის წარმომადგენლებთან მიმართებით გამოხატვის თავისუფლების უფლების დარღვევის აღიარებას, აქციის მონაწილეებთან დაკავშირებით შეკრების თავისუფლების ნორმის დარღვევის დადგენას სახელმწიფოს მხრიდან. ასევე, ყველა პირთან მიმართებით იმ დარღვევის დადგენას, რომელიც სამართლებრივი დაცვის ქმედითი საშუალებების უფლების დარღვევის დადგენას გულისხმობს. აქციის დარბევისას გამოყენებული ძალა ძირითადად არაკანონიერი და არაპროპორციული იყო. სპეციალურ საშუალებებს, მათ შორის რეზინის ტყვიებს პოლიციელები ყოველგვარი ინსტრუქტაჟის გარეშე, პირდაპირი დამიზნებით, ძალიან ახლო მანძილიდან იყენებდნენ. ნასროლი იყო ასევე სასიცოცხლო ორგანოების მიმართულებით, რის შედეგადაც ჩვენი დაცვის ქვეშ მყოფმა ოთხმა პირმა, მათ შორის გიორგი სულაშვილმა ერთი თვალი დაკარგა. ასევე, საგანგაშოა ისიც, რომ მედიის წარმომადგენლებისთვის იყო მუშაობაში ხელშეშლის ფაქტები, მათ შორის დამიზნებით სროლის",-განაცხადა სიმონიშვილმა.

გიორგი სულაშვილი, რომელმაც 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენების შედეგად თვალი დაკარგა, ამბობს, რომ მისთვის დაზარალებულის სტატუსის მინიჭება გაჭიანურდა და დღეს საქმის მასალებზეც არ აქვს სათანადო წვდომა.

„დაზარალებულის სტატუსი 20-21 ივნისიდან 6 თვის შემდეგ მომენიჭა. 6 თვე რაში დასჭირდათ, ვერ ვხვდები. რატომ დაგვიანდა ასე ძალიან სტატუსის მონიჭება?! სტატუსის მონიჭებას არაფერი შეუცვლია. ვფიქრობდი, რომ იმ საქმის მასალების გაცნობის საშუალება მექნებოდა, რომელსაც გრიფით საიდუმლო ადევს, თუმცა, პროკურორი ამბობს, რომ არარალევანტურია დანარჩენი საქმეები, რომელსაც არ მაცნობენ“,-განაცხადა სულაშვილმა.

იხილეთ ვიდეო:საია-მ "ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპულ ცენტრთან" ერთად ევროპულ სასამართლოში 20 ივნისის საქმეზე 2 ახალი საჩივარი გაგზავნა

ზაზა ფირალიშვილი -  მხოლოდ ერთი ნაბიჯია იმ ზღვრულ მომენტამდე, რომლის შემდეგაც ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - პოლიტიკური კრახი
ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო