დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალიდან მდინარე ენგურის გადმოცურვისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კარანტინი გააუქმოს

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალის რაიონიდან მდინარე ენგურის გადმოცურვის მცდელობისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და საქართველოს მთავრობას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“.

როგორც დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტში აცხადებენ, აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას სახიფათო გზით ცდილობენ.

„დღეს მედია საშუალებებით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ოკუპირებული აფხაზეთიდან შემოვლითი გზით გადმოსვლისას, ენგურში ოთხი ადამიანი დაიხრჩო, რომლებიც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ცდილობდნენ.

ეს პირველი შემთხვევა არაა, როდესაც საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრის სურვილს ადამიანების სიცოცხლე ეწირება. აფხაზეთში მცხოვრები მოქალაქეები ხუთდღიანი სავალდებულო კარანტინისთვის თავის არიდების მიზნით, საქართველოს კონტროლირებად ტერიტორიაზე მოხვედრას ამ სახიფათო გზით ცდილობენ.

დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი მოუწოდებს საქართველოს მთავრობას დაუყოვნებლივ გააუქმოს კარანტინი, რომელიც ადამიანების სიცოცხლეს რისკის ქვეშ აყენებს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ცნობისთვის, ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან სამაშველო სამსახურის თანამშრომლებმა 3 მოქალაქის ცხედარი ამოიყვანეს.

არსებული ინფორმაციით, მოქალაქეები ოკუპირებული გალიდან საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლას მდინარის გადმოცურვით ცდილობდნენ.

იხილეთ ვიდეო:დემოკრატიის კვლევის ინსტიტუტი გალიდან მდინარე ენგურის გადმოცურვისას მოქალაქეების გარდაცვალების ფაქტს ეხმაურება და მთავრობას მოუწოდებს, კარანტინი გააუქმოს

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო