მანუჩარ ახალაია ენგურის გადმოკვეთისას 4 მოქალაქის გარდაცვალებაზე - პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება, ეკატერინე ტიკარაძე უნდა გადადგეს

ესაა დიდი ტრაგედია, პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება, - ასე გამოეხმაურა “ერთიანი ნაციონალური“ მოძრაობის წარმომადგენელი მანუჩარ ახალაია ენგურის გადმოკვეთისას საქართველოს 4 მოქალაქის გარდაცვალებას.

მანუჩარ ახალაია მომხდარი ფაქტის გამო საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის გადადგომას ითხოვს.

„ცოტა ხნის წინ, შემზარავი ტრაგედიის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია - გალის ოკუპირებული ტერიტორიიდან საქართველოს 4 მოქალაქე, რომელიც ენგურზე გადმოსვლას ცდილობდა, დაიღუპა. ვუსამძიმრებ გარდაცვლილების ოჯახებს და სრულიად საქართველოს. ესაა დიდი ტრაგედია და ხაზგასმით ვამბობ, რომ პასუხისმგებლობა საქართველოს ხელისუფლებას ეკისრება. 1 წელზე მეტია ხიდი ჩაკეტილია და გალის რაიონის ათიათასობით ჩვენი მოქალაქე იზოლაციაშია. მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებამ, პოლიტიკურმა პარტიებმა, არასამთავრობო ორგანიზაციებმა არაერთხელ მოითხოვეს ხელისუფლებისგან მიეღოთ ზომები, რათა მოძრაობა გახსნილიყო და ეს გაუგებარი კარანტინიც გაუქმებულიყო. ხელისუფლებამ არაფერი გააკეთა და ტრაგედიაც მივიღეთ. საზღვრებს უხსნიან პოზნერს, გავრილოვს და ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ოკუპირებული ტერიტორიიდან პროდუქტების, მედიკამენტების შესაძენად გადმოდიან, უკეტავენ გზებს. ხელისუფლება არაფერს აკეთებს. ამიტომ, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ გადადგეს ეკატერინე ტიკარაძე, რომელიც მათ შორის, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა მინისტრიცაა“, - აცხადებს ახალაია.

ახმედ ალილი - აზერბაიჯანსა და თურქეთს შორის სამხედრო სფეროში  თანამშრომლობა, ინტეგრაცია, მათ შორის ოპერატიულ დონეზე ისეთია, არანაირი საჭიროება არ არსებობს აზერბაიჯანში თურქული სამხედრო ავია ბაზის აშენებისთვის
სტეპან გრიგორიანი - აზერბაიჯანი და სომხეთი რუსეთს რეგიონიდან აძევებენ, მაგრამ ამაში დამნაშავე თავად რუსეთია
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
„არდი დაზღვევა“ კიდევ უფრო მაღალი ხარისხის სტანდარტზე გადადის და ინდუსტრიაში ადამიანზე მორგებულ ახალ გამოცდილებას ქმნის
Samsung-ის ახალი დასაკეცი სმარტფონები AI ერაში - Galaxy Z Fold7 და Z Flip7
ბათუმის ცენტრალურ ქუჩაზე „მინისოს“ 24-ე ფილიალი იხსნება
ბათუმში „სმარტის“ მეხუთე სუპერმარკეტი გაიხსნა
ამერიკის ვიზის და საიმიგრაციო პროცედურების სიახლეებთან დაკავშირებით, კომპანია EVISA ინფორმაციას ავრცელებს
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ