დავით ჭიჭინაძე - ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ვინც ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება

ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს, - ამის შესახებ პარტია „ტრიბუნას“ ლიდერი, დავით ჭიჭინაძე აცხადებს.

ჭიჭინაძის თქმით, ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა ეკონომიკის სამინისტროში მომუშავე ადამიანებს უნდა დაეწერათ, თუმცა ის არავის უნახავს.

„ღარიბაშვილი, პუტინივით, ათწლიან ეკონომიკურ გეგმაზე რომ გვესაუბრება, ეს გეგმა ვინ უნდა დაუწეროს? ნათია თურნავამ, თუ იმ ეკონომიკურმა გუნდმა, რომელსაც წლებია ვუყურებთ?! რა გამოდის, იცოდნენ რამე და აქამდე გვიმალავდნენ?! ცნობისთვის, ეკონომიკის სამინისტროში 250 მდე ადამიანი მუშაობს, ვისაც ქვეყნის ეკონომიკური პროგრამა უნდა დაეწერა. პროგრამა არავის უნახავს, სამაგიეროდ 6 წელიწადში, ხელფასის სახით, 100 მილიონამდე აიღეს! მოკლედ, ქვეყანაში ჩამოყალიბდა პრივილეგირებულთა კასტა, ადამიანები, ვინც უშრომელად, ჩაკეტვის პირობებში მდიდრდება და დანარჩენი ადამიანები, ვისაც შრომის უფლება კონსტიტუციით აქვთ მინიჭებული, მათ კი ეს უფლება წაართვეს და არც კომპენსაცია დაუნიშნეს.

მთავრობა კი, ჩვენ ათწლეულებზე გველაპარაკება მაშინ, როდესაც ხვალ რა უნდა გააკეთონ ის არ იციან, ელემენტალური სამოქმედო პროგრამა არ არსებობს. ამიტომ ვამბობ, რომ სამართლიანობისთვის ბრძოლა და უსამართლობასთან დაპირისპირება ეს დაუმორჩილებლობა კი არა, ადამიანის ბუნებრივი მოთხოვნაა!“, - აცხადებს დავით ჭიჭინაძე.

ლევან ლორთქიფანიძე - საუბედუროდ, უნდა ვაღიაროთ, რომ საქართველომ სუვერენიტეტი დაკარგა, როგორც დღეს იტყვიან ხოლმე, საქართველო არის რუსეთის „პროქსი“ ძალა
ქართული პრესის მიმოხილვა 10.07.2025
La Gazzetta dello Sport-სა და ევრაზიის პარტნიორ კომპანია SMH Global-ს შორის შეხვედრა გაიმართა
ნათია ჯანაშია და დავით ცეცხლაძე ირაკლი გილაურის წინააღმდეგ სისხლის სამართლებრივ გამოძიებას ითხოვენ
Bybit-მა საქართველოში ოფიციალური ვებგვერდი - BybitGeorgia.ge გახსნა, რომელიც ქართველ მომხმარებლებს ლოკალიზებულ კრიპტო სერვისებსა და ჯილდოებს სთავაზობს