მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატი - ბრალის წარდგენა მოსალოდნელი იყო, რადგან არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი - გარდაცვალების ფაქტთან დაკავშირებით, ვინც არის უშუალოდ ბრალეული პირი, მისი პასუხისმგებლობის დაყენებას ვითხოვთ

ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2 - დღიან შუალედში არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი,- ამის შესახებ გარდაცვლილი ექთნის, მეგი ბაქრაძის ოჯახის ადვოკატმა, ნინო ამაღლობელმა „ინტერპრესნიუსთან“ საუბრისას განაცხადა, რითაც მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ორი ექიმის და ერთი ექთნის მიმართ ბრალის წარდგენას გამოეხმაურა.

როგორც ნინო ამაღლობელი აცხადებს, ოჯახს და ადვოკატებს არ აქვთ პასუხი კითხვაზე, თუ რა გახდა მეგი ბაქრაძის გარდაცვალების მიზეზი.

„ეს ჩვენთვის მოსალოდნელი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ 2 - დღიან შუალედში არაერთი ჩვენება იყო შეცვლილი. ამით საგამოძიებო უწყებამ პრაქტიკულად ჩრდილში მიმალა რეალობა, სხვა პირებზე გადაიტანა ისრები. ჩვენ არცერთ კითხვაზე, თუ რა მოხდა 2021 წლის 18 მარტს, რა გახდა გარდაცვალების მიზეზი, ოჯახს და ადვოკატებს პასუხი არ გვაქვს.

აქედან გამომდინარე, საგამოძიებო უწყებას მოუწევს პასუხისმგებლობის აღება, ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა, რომელიც გადამწყვეტი იქნება სიმართლის დასადგენად. ის, რომ შეცვლილი ჩვენების გამო, ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე, კონკრეტული პირების მიმართ დაიწყეს გამოძიება, ძალიან სამწუხაროა, რომ იმ პირებმა ცრუ ინფორმაცია მიაწოდეს, მაგრამ იმსახურებენ. დანარჩენ ნაწილში, უშუალოდ გარდაცვალების ფაქტთან მიმართებით, ვინც უშუალოდ არის ბრალეული პირი, მისი არსებობის შემთხვევაში, ვითხოვთ მისი პასუხისმგებლობის დღის წესრიგში დაყენებას. ეს არის ჩვენი პოზიცია“, - აცხადებს ნინო ამაღლობელი.

ცნობისთვის, პროკურატურამ მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე, გამოძიებისთვის ცრუ ინფორმაციის მიწოდების ფაქტზე „ახალციხის კლინიკა იმედის“ ორ ექიმს და ერთ ექთანს ბრალი წარუდგინა. პროკურატურის ინფორმაციით, იმუნიზაციის შემდეგ, მეგი ბაქრაძის მიმართ რაიმე მედიკამენტი არ გამოყენებულა და იმ დროს, როცა გართულების შემდგომი გადაუდებელი დახმარება გაუწიეს, ექიმი ვ.ი. დაყოვნების ოთახში საერთოდ არ იმყოფებოდა.

შეგახსენებთ, რომ 27 წლის ექთანი, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა, პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში გარდაიცვალა. ახალციხის კლინიკაში 27 წლის ექთანს „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გაკეთების შემდეგ სავარაუდოდ, გვერდითი რეაქცია - ანაფილაქსიური შოკი განუვითარდა. ის თბილისში, გადმოიყვანეს და თსსუ-ს პირველ საუნივერსიტეტო კლინიკაში მკურნალობდა.

ემილ ავდალიანი - სამხრეთ კავკასიის რეგიონმა დიდი ძალების მეტოქეობის ხანაში შეაბიჯა, დღეს თამაშის ახალი წესები ყალიბდება,  მტკივნეული და გარდამავალი პერიოდია
ქართული პრესის მიმოხილვა 12.04.2021
როგორ ჩატარდება ერთიანი ეროვნული გამოცდები? - შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს - ინტერვიუ სოფიო გორგოძესთან
გიორგი კეკელიძის ახალი ინიციატივა: აპრილი წიგნის ჩუქების თვედ გამოცხადდეს
ვასილ ხოდელი - ლიბერთის ნებისმიერი სესხი გაიცემა საბაზრო პირობებით