თამაზ ბასლანძის ცხედარი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურმა ზუგდიდის სოფელ შამგონაში გამორიყა, ოკუპირებულ გალში დღეს გადაასვენეს

თამაზ ბასლანძის ცხედარი, რომელიც გუშინ მდინარე ენგურმა ზუგდიდის სოფელ შამგონაში გამორიყა, ოკუპირებულ გალში დღეს გადაასვენეს.

მასთან ერთად დაღუპული ცოლ-ქმრის ცხედრებს ხვალ გადაასვენებენ. კიდევ ერთი ცხედარი ოკუპირებულ ტერიტორიაზე გუშინვე გადაასვენეს.

სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. მათ შორის ორი ქალი იყო.

არსებული ინფორმაცით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ ისინი გაიტაცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო