მეგი ბაქრაძის საქმეზე დაკავებულების ადვოკატი - ვიოლეტა ინასარიძე გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა სიმართლე

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულების ადვოკატი შალვა გოგოლაძე აცხადებს, რომ ბაქრაძეს ვაქცინაციის გაკეთების შემდეგ ადრენალინი გაუკეთდა, თუმცა ადრენალინი გაუკეთა ექიმმა ბექა ლიპარტელიანმა და არა, მისმა დაცვის ქვეშ მყოფმა, ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ.

როგორც სასამართლოს სხდომის დასრულების შემდეგ ადვოკატმა ჟურნალისტებს განუცხადა, ის ესაუბრა მისი დაცვის ქვეშ მყოფებს ვიოლეტა ინასარიძეს და თეა გზირიშვილს, როდესაც გაარკვია, თუ რატომ მიეწოდა გამოძიებას არასწორი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი თითქოს ვიოლეტა ინასარიძემ გაუკეთა.

ადვოკატის თქმით, „დაძაბული ვითარება იყო, დამტვრეული იყო ყველაფერი, იყო შეშინებული“.

ადვოკატის განმარტებით, მოგვიანებით, ექიმმა ვიოლეტა ინასარიძემ თავადვე გადაწყვიტა, რომ მიემართა გამოძიებისათვის და ეთქვა სიმართლე, რომ მეგი ბაქრაძეს ადრენალინი გაუკეთა ექიმმა ბექა ლიპარტელიანმა.

„სიმართლე თქვა. გამოძიებასთან თვითონ მივიდა და უთხრა: „არასწორად მოვიქეცი, სინამდვილეში ასე არ იყო“. კლინიკის მხრიდან რაიმე იძულებას, რა თქმა უნდა, ადგილი არ ჰქონია. სხდომის დაწყებამდე დიახ, შევხვდი ჩემი დაცვის ქვეშ მყოფებს. ამიხსნეს, საქმე რაში იყო და რატომ მოხდა არასწორი ინფორმაციის მიწოდება, შემდეგ როგორ მიაწოდეს სწორი ინფორმაცია. ქალბატონი ვიოლეტაც, როგორც პროტოკოლი ითვალისწინებდა ნახევარი საათი იმ ოთახში იყო და არ გამოსულა. როცა წავიდა, ამის შემდეგ იქ უკვე ბექა ლიპარტელიანი იყო. ვიოლეტამ თქვა, რომ მე გავუკეთე ადრენალინი, მაგრამ სინამდვილეში ბექა ლიპარტელიანმა გააკეთა“, - განაცხადა ადვოკატმა შალვა გოგოლაძემ.

გარდაცვლილი ექთნის მეგი ბაქრაძის საქმეზე ბრალდებულ ექიმებსა და ექთანს - ვიოლეტა ინასარიძეს, ბექა ლიპარტელიანსა და თეა გზირიშვილს აღკვეთის ღონისძიების სახით 3 000-3000-ლარიანი გირაო შეეფარდათ.

ცნობისთვის, მეგი ბაქრაძის გარდაცვალების საქმეზე "ახალციხის კლინიკა იმედის“ 2 ექიმსა და ერთ ექთანს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 370-ე მუხლის მე-2 ნაწილით წარედგინა, რაც მართლმსაჯულებისათვის ხელის შეშლას გულისხმობს, რაც გამოიხატა გამოძიების დროს გამოსაკითხი პირის მიერ ცრუ ინფორმაციის მიწოდებით, ჩადენილი სხვა პირადი მოტივით.

წარდგენილი ბრალდება 2-დან 6-წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ხათუნა ბურკაძე - პარლამენტმა არ უნდა მიიღოს კანონპროექტი, რომელიც გვყოფს, გვაპირისპირებს და ჩვენს ევროპულ მომავალს აზიანებს
ვაჟა ბერიძე - გაუწევენ დასავლეთში ივანიშვილს ანგარიშს? ის, ხომ სადღეისოდ, ქვეყანაში ვითარებას აკონტროლებს, მაგრამ უღირს დასავლეთს ივანიშვილთან ახალ პირობებზე გარიგება დადოს?
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
კახა ოქრიაშვილი - „უცხოეთის გავლენის აგენტების“ შესახებ კანონის მიღება ევროკავშირის კარს ბოქლომს სამუდამოდ დაადებს!
გახსენით ევროპული ანგარიში ევროპულ ბანკში - „პეისერა ბანკი საქართველო“ უსაზღვრო ევროპულ შესაძლებლობებსა და უსაფრთხოების ევროპულ სტანდარტს გთავაზობთ
Tether აღმოსავლეთ ევროპაში საგადახდო სექტორის გაძლიერებას CityPay.io-ში დამატებითი ინვესტიციებით აგრძელებს