ოკუპირებული აფხაზეთი ენგურში დაღუპულ მოქალაქეებზე - ეს ტრაგიკული მოვლენა თბილისისთვის პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ხელისუფლება ენგურის გავლით საოკუპაციო ხაზის გადაკვეთისას დაღუპული მოქალაქეების დაღუპვის ფაქტს ეხმიანება და თბილისს პოლიტიკურ სპეკულაციებში ადანაშაულებს.

„როგორც მოსალოდნელი იყო, საქართველოში ეს ტრაგიკული მოვლენა ისტერიისა და პოლიტიკური სპეკულაციების საგანი გახდა. როგორც საქართველოს ოფიციალურ ხელისუფლებას, ისე მათ პოლიტიკურ ოპონენტებს აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, ოპონენტებს არ აწუხებთ არა ხალხის დაღუპვის ფაქტი, არამედ ცდილობენ აჩვენონ თავიანთი ყალბი პატრიოტიზმი და კიდევ ერთხელ დაესხან თავს რუსეთს აბსოლუტურად უსაფუძვლო ბრალდებებით,“ - აღნიშნულია აფხაზეთის ე.წ. „საგარეო საქმეთა სამინისტროს“ განცხადებაში.

ე.წ. უწყებაში აცხადებენ, რომ თბილისის ნებისმიერი მცდელობა, მოახდინოს ამ ინციდენტის პოლიტიზირება და მოიპოვოს „იაფფასიანი პოლიტიკური დივიდენდები“ ადამიანების ტრაგიკულად დაღუპვით, მიუღებელია.

„ინციდენტის გარემოებებს აფხაზეთის რესპუბლიკის სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ,“ - აღნიშნულია ე.წ. სამინისტროს ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ სოფელ შამგონაში, მდინარე ენგურიდან მაშველებმა ოთხი ადამიანის ცხედარი ამოიყვანეს. არსებული ინფორმაცით, ისინი ოკუპირებული გალიდან საქართველოს ხელისუფლების კონტროლირებად ტერიტორიაზე ენგურის გავლით გადმოდიოდნენ, რა დროსაც მოულოდნელად ადიდებულმა მდინარემ გაიტაცა.

ვახტანგ ძაბირაძე - 30 წელზე მეტია, ჩვენთან ერთად თუ ვინმეა საქართველოს სუვერენიტეტის დამცველი, ჩვენი დასავლელი პარტნიორები არიან
ემილ ავდალიანი - ამიერიდან ირანი და ისრაელი მეტოქეობის განსხვავებულ ეტაპზე გადავიდნენ
ქართული პრესის მიმოხილვა 18.04.2024
კერძო ბიზნესის დახმარება რაიონის სკოლებს - „ნიკორა ჯგუფი“ განათლების მხარდაჭერას აგრძელებს
Hotsale.ge-მ „პრო ბონო მარათონი 2024“-ში მიიღო მონაწილეობა
კახა ოქრიაშვილი - საქართველოს მოსახლეობის 95% ევროპის გავლენის აგენტები ვხდებით!
საქართველოს ხელოვანები მიმდინარე პროცესებს ეხმიანებიან
Samsung Knox-მა 2024 წლის ტელევიზორებში უსაფრთხოების მაღალი სტანდარტების უზრუნველყოფისთვის CC სერტიფიკატი მიიღო