გია გაჩეჩილაძე - აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება რამდენიც არ უნდა აწამონ, ჩეხონ, ესროლონ - ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ

აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ, - ასე მიმართა მომღერალმა გია გაჩეჩილაძემ („უცნობი“) ევროპის მოედანზე შეკრებილ მოქალაქეებს.

გაჩეჩილაძის შეფასებით, საქართველო დიდი ხანი ბევრ რამეს ითმენს და "ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება".

„აი, საქართველო, რომელსაც არაფერს ეკითხებიან. აი, საქართველო, რომელიც ამდენი ხანია ყველაფერს ითმენს. აი, საქართველო, რომელიც თავის საყვარელ პატრიარქს პატივს სცემს და მიჰყვება. აი, საქართველო, რომელსაც უყვარს, რომელსაც ცრემლი მოსდის ამ ყველაფერზე, რაც ხდება. აი, საქართველო ლუკა რაზიკაშვილის, აი, საქართველო ილია ჭავჭავაძის, აი, საქართველო იაკობ გოგებაშვილის. აი, ეს არის საქართველო - "სტუმარ-მასპინძლის", "აი-იასი", "ვეფხისტყაოსნის", აი, ეს არის საქართველო დიმიტრი უზნაძის, ნიკა მუსხელიშვილის, ექვთიმე თაყაიშვილის, სერგო ზაქარიაძის, სესილია თაყაიშვილის, იპოლიტე ხვიჩიასი, დიმიტრი ყიფიანის, სოლომონ დოდაშვილის, სანდრო ახმეტელის, ტიციან ტაბიძის, მირზა გელოვანის, რეზო თაბუკაშვილის და სხვების და სხვების. აი, ეს არის საქართველო, რომელიც არავითარ შემთხვევაში არ მოკვდება, რამდენიც არ უნდა აწამონ, რამდენიც არ უნდა ჩეხონ, რამდენიც არ უნდა ესროლონ და იცით, რატომ?! იმიტომ, რომ ის უფალია და ვერ ხვდებიან, რომ უფალს ვერ მოკლავ, ვერა, ის ყოველთვის მკვდრეთით აღდგება და დაბადებს ისეთ ადამიანებს, რომლებიც აი, ამ ენაზე ილაპარაკებენ, ამ ადგილას იცხოვრებენ და ღმერთი ეყვარებათ. აი, დაგვინახეთ, დაინახოს ყველამ, ეს ჩვენ ვართ საქართველო, ეს ჩვენ ვართ სიყვარული, ეს ჩვენ ვართ მოთმინება და გეუბნებით, რომ ეს საქართველოა! ეს საქართველოა "მრავალჟამიერის", "ჩაკრულოსი", "შენ ხარ ვენახის" და ზუსტად, აი, ეს საქართველოა მარადიული", - განაცხადა გაჩეჩილაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში