ანზორ ბიწაძე - დღესაც 9 აპრილის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს

,,ერთიანი საქართველოს" ერთ- ერთი ლიდერი ანზორ ბიწაძე პარტიის წევრებთან ერთად 9 აპრილის დილას რუსთაველზე, დაღუპულთა მემორიალთან შეხვდა.

„9 აპრილი არის დღე, რომელმაც მთელი ერი გაართიანა, დღე რომელმაც დასაბამი მისცა თავისუფლებისათვის და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლას. დიდია იმ ადამიანების ღვაწლი და თავდადება, ვინც 32 წლის წინ თავი შეწირა ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას. სამწუხაროდ, დღეს საქართველო მაინც გაყოფილია, დარღვეულია ჩვენი ტერიტორიული მთლიანობა, სამწუხაროა, რომ დღესაც ქვეყნის დამოუკიდებლობის აღნიშვნა აქციებისა და კონტრაქციების პარალელურად გვიწევს. ქვეყნის დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 30 წლის შემდეგაც აუცილებელია ქართველი ერის გაერთიანება, ისე როგორც არასდროს უნდა ვიყოთ ერთსულოვნები ვაშენოთ ძლიერი, სუვერენული, გაერთიანებული და ღირსეული სახელმწიფო", - განაცხადა ანზორ ბიწაძემ.

ვალერი ჩეჩელაშვილი - ცეცხლის შეწყვეტაზე გადაწყვეტილება რუსეთმა უკრაინელებთან ერთად უნდა მიიღოს, მაგრამ უსაფრთხოების რა გარანტიები ექნება უკრაინას, ეს უკრაინის, ევროპის და აშშ-ს მოლაპარაკებების საგანია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.08.2025
Samsung-ის 2025 წლის ტელევიზორები - ყველაფერი, რაც უნდა იცოდე
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ „თიბისი კონცეპტის“ გალერეაში