გია გაჩეჩილაძე - ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო - რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე

ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა,- ამის შესახებ გია გაჩეჩილაძემ (უცნობი) თბილისში, „ევროპის მოედანზე“ მოქალაქეთა შეკრებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც გაჩეჩილაძემ განმარტა, ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგო 9 აპრილს დაღუპულებისთვის.

„თავიდანვე ასე იყო, ეს ქალაქი ყველას იტევდა, იტევდა ქრისტიანსაც, მუსლიმსაც, კათოლიკესაც, ყველას. აქ უნდა აღმართულიყო ძეგლი, რომელსაც დაეწერებოდა „ღმერთი სიყვარულია“, ეს არ შედგა. აქ დაიდგა ბერლინის კედელი. ჩვენ ყველანაირი კედელი უნდა დავამსხვრიოთ, მაგრამ ღმერთი რომ სიყვარულია, აქ მაინც დაიწერება. სამი რამე, რომელიც გადასარჩენია და დასაცველია, ეს არის მამული, ენა და სარწმუნოება. ჩვენ ვდგავართ ჩვენს მამულზე და მამულში, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს. დავიცავთ იმ ფასეულობებს, ღირებულებებს, რომელსაც ყოველთვის იცავდა ჩვენი წინაპარი. ეს ის ხიდია, სადაც მტკვარი წითლად შეიღება, სადაც აბო თბილელის წამება მოხდა. სპეციალურად გავივლით, სანაპიროთი ჩავუვლით, კათოლიკოს-პატრიარქს მივაგებთ პატივს, ტაშით ვეტყვით მადლობას, შემდეგ გადავინაცვლებთ „დედაენის ბაღში“, სადაც დავიცავთ ჩვენს ენას და ზუსტად იქ დავაფუძნებთ ამათი დასასრულის დასაწყისს.

ძალიან უნდათ და გვიწვევენ, რუსთაველზე მოხდეს იმ კარვების აყრა, იმ სუნიანი და გაბინძურებული კარვების აყრა. ყველამ დაინახა, ვის უყვარს საქართველო და ვის არა. ერთი დღით არ აალაგეს კარვები, რომ ხალხი მისულიყო და პატივი მიეგოთ. მაგრამ არაუშავს. რაც მათ უნდათ, ჩვენ მათ მოედანზე არ ვითამაშებთ, ეს კარგად გაიგონ, ჩვენ ვართ ინტელექტუალური პროტესტის მომხრე და დავრჩებით ასე“,- განაცხადა გია გაჩეჩილაძემ.

გიორგი ბილანიშვილი - დღეს ოპოზიციის პოზიციები „ქართულ ოცნებასთან“ მიმართებაში კიდევ უფრო სუსტია, ვიდრე ის თუნდაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების წინ იყო
ქართული პრესის მიმოხილვა 15.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში