პრეზიდენტი - დღეს ვუმასპინძლებ ყველა პარტიის წარმომადგენელს, ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული

დღეს, 9 აპრილს, ვუმასპინძლებ ყველა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენელს, ვისაც ხალხისგან პარლამენტში შესვლის მანდატი აქვს მიღებული, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

„9 აპრილის ერთობის სულისკვეთება გავაგრძელოთ... ღირსების მედალს ერთად გადავცეთ დავით ვანიშვილის ოჯახს, რათა ჩვენ ვიაროთ მისი გამბედაობის და შეუგუებლობის მაგალითზე!“- წერს ზურაბიშვილი.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, დღეს, ორბელიანების სასახლეში, 18:00 საათზე საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში საქართველოს პრეზიდენტი სიტყვით მიმართავს მოწვეულ სტუმრებს და დათა ვანიშვილს (სიკვდილის შემდეგ) მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოებს.

სახელმწიფო ჯილდო დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცემა.

ვაჟა ბერიძე - ქართული სახელმწიფოებრიობა საფრთხეშია - ჩვენ ისევ დასამტკიცებელი გვაქვს, რომ თავისუფლებასა და დამოუკიდებლობას ვიმსახურებთ
ნათია ფიფია - დასავლურ საგანმანათლებლო სისტემასთან მიახლოება ხანგრძლივი პროცესია და მოითხოვს, ერთი მხრივ გლობალურ გამოწვევებს ვუპასუხოთ, მეორე მხრივ, მივუახლოვდეთ ქართულ რეალობასთან მორგებულ დასავლურ სტანდარტებს
ქართული პრესის მიმოხილვა 17.07.2025
სებსბერი - მოცვის პლანტაციები გურიაში
Wendy’s®-მა თავისუფლების მოედანზე მორიგი ფლაგმანი რესტორანი გახსნა
ლეგენდების საქველმოქმედო მატჩი ლისაბონში SMH Sports-ის მონაწილეობით გაიმართება
ქართული რივიერა უნიკალური მიკროკლიმატითა და სანაპირო ზოლით - ადგილი, რომელიც ერთი ჩასვლით შეგიყვარდებათ
2026 წლის რაგბის 20-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატს საქართველო უმასპინძლებს
BGA-ს დამფუძნებლები გენერალური პროკურორისგან ირაკლი გილაურის წინააღმდეგ საქმის დაუყოვნებლივ გამოძიებას ითხოვენ
სიახლე PSP-ში - ოლიგოთერაპიის ლიდერი ფრანგული ბრენდი „ლაბორატორია გრანიოს” პროდუქტები უკვე საქართველოშია
ახალი ლოკაციები, მაღალი ხარისხი - „რომპეტროლი“ ქსელის გაფართოებას განაგრძობს