პრეზიდენტმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა

პრეზიდენტის სასახლეში, დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე, სალომე ზურაბიშვილმა დათა ვანიშვილი სიკვდილის შემდეგ მედლით „სამოქალაქო თავდადებისათვის“ დააჯილდოვა. მედალი დათა ვანიშვილის ოჯახს გადაეცა.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, დათა ვანიშვილი არის სიმბოლო იმ უსამართლობის და გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიც ჩვენი თანამემამულეები ცხოვრობენ.

„ეს დღე იმთავითვე შევარჩიეთ იმისთვის, რომ პატივი მიგვეგო ადამიანისთვის, რომელიც გახდა ერთგვარი სიმბოლო შემართებისა და შეუგუებლობის. დავით ვანიშვილის სახელი შემოვიდა ჩვენს ისტორიაში და არის სიმბოლო იმ უსამართლობის და იმ გაუსაძლისი მდგომარეობის, რომელშიდაც ცხოვრობენ ჩვენი თანამემამულეები ამ საოკუპაციო ხაზის ორივე მხარეს. დღეს მინდა, რომ მის ოჯახს გადავცე პრეზიდენტის მედალი, როგორც ნიშანი ჩვენი უდიდესი პატივისცემის და ჩვენი იმედის, რომ ამ სიტუაციას გადავლახავთ, საქართველო გამთლიანებული იქნება და ასეთი ადამიანები თავიანთ სოფლებში მშვიდად იქნებიან და აღარ ექნებათ ის აუცილებლობა, რომ ამ უსამართლობას გაუძლონ", - განაცხადა პრეზიდენტმა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - საქართველო ახლა ცოტა ჰაერშია გამოკიდებული
ქართული პრესის მიმოხილვა 12.03.2026
საქართველოში Kinkladze Foundation დაფუძნდა - ინიციატივა ახალგაზრდების გაძლიერებასა და მასობრივი ფეხბურთის განვითარებას ემსახურება
სააქციო საზოგადოება „ნიკორა“ რებრენდინგის შედეგად საქმიანობას „ნიკორა მენეჯმენტ ჯგუფის“ (NMG) სახელით განაგრძობს
რაც ქალებს ყველაზე მეტად სჭირდებათ, ჩვენთან არ იყიდება