თეა ახვლედიანი - რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია

ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოს საქართველოს მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები, - ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი აცხადებს.

ახვლედიანი 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვას კიდევ ერთხელ ეხმაურება და აცხადებს, რომ ეს მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა.

„რუსული ოკუპაცია და მისი თანმდევი ადამიანური ტრაგედიები, გაყოფილი ოჯახები, ხელოვნურად დაშორებული საზოგადოებები უკვე მრავალი წელია თითოეული ჩვენგანის ტრაგედია და უდიდესი ტკივილია. ოკუპაციის მძიმე შედეგებმა წლების განმავლობაში არაერთი ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე და ჯანმრთელობა შეიწირა და დღემდე უუფლებოდ, შიშის და წნეხის ქვეშ ამყოფებს ჩვენს მოქალაქეებს საოკუპაციო ხაზს მიღმა. 7 აპრილს საქართველოს 4 მოქალაქის ტრაგიკული დაღუპვა მიმდინარე ოკუპაციის შემზარავი გამოვლინებაა. როგორც ცნობილია საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, 10 აპრილი მათი ხსოვნის პატივსაცემად გლოვის დღედ გამოცხადდა. აქვე აღვნიშნავ, რომ ხელისუფლება დგას და ყოველთვის მტკიცედ დადგება ოკუპაციის ქვეშ მცხოვრები ადამიანების გვერდით, რათა გაორმაგებული, გაერთიანებული ძალისხმევით ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად უზრუნველყოფილ იქნას ჩვენი მოქალაქეებისთვის ცხოვრების უსაფრთხო და ღირსეული პირობები“, - აცხადებს ახვლედიანი.

შეგახსენებთ, რომ 7 აპრილს, ოკუპირებული გალის რაიონის მკვიდრი, საქართველოს ოთხი მოქალაქე მდინარე ენგურის გავლით საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე გადმოსვლისას დაიღუპა.

დიმიტრი ცქიტიშვილი - სამწუხაროდ, დღეს საქართველო ჩვენი ევროპელი მოკავშირეებისთვის საეჭვო და არასანდო პარტნიორია
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
ხათუნა ბურკაძე - ევროპისკენ სვლა საქართველოს ისტორიული არჩევანია და მისი მიღწევა ჩვენი კონსტიტუციური ვალია
Mastercard-ის ფინანსური განათლების პროექტის ფარგლებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ფინანსური კუთხე გაიხსნა
ბერლინის ფილარმონიული ორკესტრის კონცერტებს საქართველოში დენიელ ჰარდინგი უდირიჟორებს
„საქკაბელის“ მიერ წარმოებული სოლარ კაბელის შეძენა უკვე შესაძლებელია
„არქიში“ ერთ დღეში 150 ბინა გაიყიდა