ოთარ კახიძე - დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ

ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, - ასე გამოეხმაურა "ევროპული საქართველოს" ერთ-ერთი წევრი ოთარ კახიძე პარტიიდან გიგი უგულავასა და დავით ბაქრაძის წასვლას. როგორც ის აცხადებს, მას პარტიის ახალ თავმჯდომარედ გიგა ბოკერია წარმოუდგენია.

"მე ყოფილი თანაგუნდელებისგან განახვავებით არ ვაპირებ არც მათკენ ხელის გაშვერას, არც რაიმე ტიპის უკუგადაბრალებას, ეს განხილვა არ მიმაჩნია ზოგადად ლამაზად. რაც შეეხება მათ წასვლას, არადროსაა კარგი, როცა ვინმე პარტიას ტოვებს, მაგრამ არანაკლებ გამოცდილი ფიგურები არიან ჩვენ პარტიაში, რომლებიც ჩემი აზრით, მოახერხებენ მათ ღირსეულად ჩანაცვლებას. ვგულისხმობ, აკაკი ბობოხიძეს, გიგი წერეთელს, ყველაზე დიდი სტაჟის და გამოცდილების მქონე პოლიტიკოსებს, ასევე გიგა ბოკერიას, რომელსაც "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარედ განვიხილავ და იმედია, ამასთან დაკავშირებით იქნება საერთო პოზიცია, ვთვლი, რომ ის გამორჩეულია თავისი პრინციპულობით, თანმიმდევრულობით და იმ ღირებულებების ერთგულებით, რასაც "ვარდების რევოლუცია" 2003 წელს ეფუძნებოდა. ვფიქრობ, დანაკლისი, რომელიც სახეზეა, ღირსეულად შეივსება და ახალი ლიდერები პარტიას ძალიან ბევრ სიახლეს მოუტანენ, მათ შორის, ძალიან მნიშვნელოვანია ამომრჩევლებთან ახლო კომუნიკაცია", - განაცხადა კახიძემ.

მისივე განმარტებით, არ სურს ხელის გაშვერა დაიწყოს ყოფილი თანაგუნდელების მიმართ.

"დაპირისპირება არსებობდა, ეს იყო საჯარო, ჩემსა და გიგის შორისაც იყო ეს პრობლემები, არ მინდა ამ საკითხებს მივუბრუნდე და ხელის გაშვერა დავიწყო ყოფილი თანაგუნდელების მიმართ, რომლებთანაც საერთო ბრძოლა და გამოცდილება მაკავშირებს",- განაცხადა კახიძემ.

მისივე თქმით, საკუთარი იდენტობის ჩამოყალიბების პროცესში ხელისუფლებაც და ოპოზიციაც ხელს შეუშლიან, თუმცა საკუთარი განსხვავებულობა ყოველთვის უნდა დააფიქსირონ, რომ „რაიმე ტიპის მხარდაჭერა მიიღონ“.

,,არის ბრენდი „ადიდასი“ და 90-იან წლებში იყო „ადიბასი“, როგორც ფეიკ ვარიანტი ამ ბრენდისა. თუ თქვენ გაქვთ ასარჩევი „ადიდასსა“ და „ადიბასს“ შორის და ხართ ამომრჩეველი, აირჩევთ „ადიდასს“, მარტივი საკითხია. იმისათვის, რომ ახალი ბრენდი ჩამოყალიბდეს და იდენტობა ჰქონდეს, უნდა თქვა, რომ მე ვარ არა იგივე პარტია უკეთესი ვარიაციით, არამედ ვარ განსხვავებული, მაქვს ჩემი გზა და არ უნდა ვუშინდებოდეთ ჩვენი ოპონენტების კრიტიკას, მწვავე დაპირისპირებას. ჩემი აზრით, 4-წლიანი გამოცდილებიდან უნდა გამოვიტანოთ მთავარი დასკვნა, რომ გვჭირდება საკუთარი, გამოკვეთილი იდენტობა. „ევროპული საქართველო“ უნდა იყოს არა ვიღაცის გაგრძელება, არა ვიღაცასთან საერთო ოჯახი, ან უკეთესი ვარიანტი, არამედ უნდა იყოს ცალკე, გამოკვეთილი პოლიტიკური პარტია. ამ ყველაფერში ხელს შეგვიშლიან ხელისუფლებიდანაც და ოპოზიციიდანაც, იმიტომ, რომ მათ თავიანთი პოლიტიკური ინტერესები აქვთ, მათ უნდათ, რომ ჩვენი მხარდამჭერები მათი ამომრჩევლები იყვნენ, ოღონდ ჩვენ არ უნდა დავიხიოთ უკან და ყოველთვის დავაფიქსიროთ ჩვენი განსხვავებულობა, რომ მივიღოთ რაიმე ტიპის მხარდაჭერა“, - აღნიშნა ოთარ კახიძემ.

ნათია ფიფია -  რეფორმები, რომელიც მთავრობამ დაანონსა, შეიძლება ითქვას, შეურიგებლად და დაჟინებით დაიწყო,  ჯერჯერობით, რაც იყო ჩაფიქრებული, ყველაფერი განხორციელდა
ალექსანდრე თვალჭრელიძე - 2008 წელს პუტინმა აღიარა, რომ უკვე 2006 წლიდან საქართველოსთან ომისთვის ემზადებოდა, სხვა საკითხია, რა მოხდებოდა, ჩვენ რომ  ზარები გვერეკა, შესაძლებელია, შედეგები ნაკლებად მტკივნეული ყოფილიყო
ირაკლი კობახიძის წერილის თაობაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 10.08.2026
Mono Hall-ისა და Boom Boom Booking Agency-ს ერთობლივი ორგანიზებით, თბილისს 26 სექტემბერს მსოფლიო მოდის ინდუსტრიის საკულტო ფიგურა, სუპერმოდელი ნაომი კემპბელი ეწვევა
ბოიგარსი მსოფლიოს საუკეთესო მოდის მაღაზიების სიაშია
უგულშემატკივრე საქართველოს საკალათბურთო ეროვნულ ნაკრებს აგვისტოს მატჩებზე!
ჰეშბანკი Global Banking & Finance Review-მ 2026 წლის საქართველოს საუკეთესო ახალ ციფრულ ბანკად დაასახელა
მზეს ვერ დაემალები - PSP-ს საზაფხულო კამპანია მზისგან დაცვის აუცილებლობას გვახსენებს
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
“შემდეგი გაჩერება, SBC Summit-ი ლისაბონში” - ქართული ბიზნესის შანსი მსოფლიო ბაზარზე