ნანა ტოხვაძე - ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს, წაკითხულ ტექსტს ვერ იგებს

ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს, ვერ იგებს წაკითხულ ტექსტს და შინაარსი ვერ გამოაქვს“,- ასე ეხმაურება „სტრატეგია აღმაშენებლის“ წევრი ნანა ტოხვაძე IRI-ის კვლევის შედეგებს.

როგორც ნანა ტოხვაძე აღნიშნავს, მოსწავლეთა აკადემიური შედეგების უკუსვლა შესამჩნევი და საგანგაშოა.

„სკოლის რეფორმის საჭიროებაზე მრავალი წელია ვმსჯელობთ. ცხადია, მოსწავლეთა შედეგების უკუსვლა შესამჩნევი და საგანგაშოა, რადგან გაუმჯობესების ნაცვლად ყოველწლიურად ვიღებთ გაუარესებულ აკადემიურ შედეგებს.

როგორც IRI-ის ბოლო კვლევა ცხადყოფს, მოსახლეობის 64%-ის აზრით განათლების ხარისხი განიცდის უკუსვლას, მაგრამ არ არის იმის აღქმა და კონცეფცია, თუ როგორ უნდა იქნას ეს მიზანი მიღწეული ან რა უნდა მოვითხოვოთ სახელმწიფოსგან ამის გამოსასწორებლად.

პასუხისმგებელი უწყებისთვის განსაკუთრებით ძნელია იმის აღიარება, რომ ამის მიღწევა სერიოზული მიზანი ან პრიორიტეტული საკითხი არ არის. განათლების ხარისხის გაუმჯობესების, ძლიერი ეკონომიკისა და ქვეყნის სტაბილური განვითარების მიმართ მისწრაფებაზე საუბარი საკმარისი არ არის. თუ ეს ასეა, მაშინ გარკვეული ქმედებებიც უნდა განახორციელო. ჩემი გადმოსახედიდან, რაც გვაკლია, სულ მცირე, რეალური მოქმედება და გონივრული სასკოლო რეფორმის ჩატარებაა, რაც ჩვენი სახელმწიფოს ნომერ პირველი და ეროვნული ინტერესის საკითხი უნდა იყოს.

ვერასოდეს იქნები წარმატებული ქვეყანა, როცა მოზარდების 60% საშუალოზე დაბალ განვითარებას აჩვენებს, ვერ იგებს წაკითხულ ტექსტს და შინაარსი ვერ გამოაქვს. რომელი ეკონომიკის განვითარებასა და სტაბილურ კეთილდღეობაზე ვსაუბრობთ, როცა როგორც სახელმწიფო, უკანასკნელი ათწლეულია მშვიდად შესცქერი მომავალი თაობის პერსპექტივის რეგრესს და უმოქმედო ხარ?“-აცხადებს ნანა ტოხვაძე.

გიორგი კაჭარავა - აფხაზეთის ექსპანსიისთვის რუსეთი ახალ მექანიზმებს ამუშავებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.07.2024
„ვისოლ ჯგუფმა“ თბილისის საერთაშორისო აეროპორტში „საბვეის“ მე-16 რესტორანი გახსნა
კახა ოქრიაშვილი - „ოცნების“ ორმაგი და სამმაგი თამაში ომამდე მიგვიყვანს
კახეთის გზატკეცილზე „კარფურის” სუპერმარკეტი უკვე გაიხსნა
„ბიოგრაფი ლივინგი“ დეველოპერულ ბაზარზე მოღვაწეობის პირველივე წლის ბოლოს მე-4 ახალ პროექტს იწყებს
Keepz-მა ღია ბანკინგის ლიცენზია მიიღო