ანონსი 12 აპრილი

12 აპრილს, 10:00 საათზე, პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის სხდომა გაიმართება. პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12 აპრილს, 11:00 საათზე, სოციალური სამართლიანობის ცენტრი (ყოფილი EMC), მწვანე ალტერნატივა და საია გამართავენ პრესკონფერენციას რიონის ხეობაში პოლიციის მიერ პროტესტის მონაწილეების კარვების დაშლის და ხეობაში მიმდინარე მოვლენების შესახებ.

მის.: ირ. აბაშიძის 12 ბ. (სოციალური სამართლიანობის ცენტრის ოფისი).

საკონტაქტო: სალომე აჩბა - 593 73 75 03

12 აპრილს, 11:00 საათზე, მედიაჰოლდინგ „კვირას" პრესკლუბში საზოგადოებრივი მოძრაობა „აი იას" ერთ-ერთი დამფუძნებელი, თბილისის საკრებულოს წევრი ვატო შაქარიშვილი განცხადებას გააკეთებს.

მის: კოსტავას ქ. 47/57.

საკონტაქტო: 593 53 45 24

12 აპრილს, 11:30 საათზე, მოძრაობა „ხალხისთვის“ ლიდერი ანა დოლიძე პარლამენტის წინ პენსიონერების სესხზე მაღალ საპროცენტო განაკვეთთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.

მის: რუსთაველის გამზ. N8

საკონტაქტო: 599437403

12 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა გაიმართება. საქართველოს კონსტიტუციის დარბაზი (A კორპუსი, III სართული, ოთახი N304). 12 აპრილს, 12:00 საათზე, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა გაიმართება.

ილია ჭავჭავაძის სახელობის დარბაზი (C კორპუსი, V სართული).

12 აპრილს, 12:00 საათზე, "ლელოს" ერთ ერთი ლიდერი ანა ნაცვლიშვილი პროკურატურასთან ბრიფინგს გამართავს რიონის ხეობაში მიმდინარე პროცესების თაობაზე.

მის: ორთაჭალა. გორგასლის ქ. 24

12 აპრილს, 12:40 საათზე, „კლინიკა რუსთავში“ რობერტ სტურუა აიცრება.

მის: რუსთავი, ლომოურის ქ. 45

12 აპრილს, 13:00 საათზე, საქართველოს ფერმერთა ასოციაციის ორგანიზებით, პანელური დისკუსია - „პანდემია შესაძლებლობა თუ გამოწვევა აგროსექტორისთვის” გაიმართება. შეხვედრას მთავრობის , საკანონმდებლო ორგანოს, სხვადასხვა ქვეყნის დიპლომატიური კორპუსის, აგროტურისტული ობიექტებისა და დონორი ორგანიზაციის წარმომადგენლები დაესწრებიან.

მის: საგარეჯოს რაიონი, სოფელი უდაბნო

საკონტაქტო: ნათია მსხილაძე - 591 05 19 05.

12 აპრილს, 13:30 საათზე, იმუნიზაციის ექსპერტთა საბჭოს წევრი, პედიატრიული განყოფილების უფროსი თემურ მიქელაძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

თემა: კორონავირუსის პანდემია.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

12 აპრილს, 13:30 საათზე, პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

12 აპრილს, 14:00 საათზე, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი პირები ამირან გამყრელიძე, პაატა იმნაძე და გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ხათუნა ზახაშვილი COVID-19 -ის მიმდინარე ეპიდსიტუაციის შესახებ ბრიფინგს გამართავენ.

მის: კახეთის გზატკეცილი, #99

საკონტაქტო პირი: ნინო მამუკაშვილი 595 956 103, ამბროსი კეკელიძე 599 946 431

12 აპრილს, 14:00 საათზე, „რესტორატორთა ასოციაციის" დამფუძნებელი შოთა ბურჯანაძე „მედიაცენტრ მთავარში" განცხადებას გააკეთებს.

მის.: გალის ქუჩა #1.

საკონტაქტო: ეკა გულუა 599 72 65 65

12 აპრილს, 14:00 საათზე, პარტიის "გირჩი - მეტი თავისუფლება" ორგანიზებით, უკრაინის საელჩოსთან უკრაინის მხარდამჭერი, სოლიდარობის აქცია გაიმართება.

12 აპრილს, 14:00 საათზე, მთავრობის კანცელარიის წინ მოძრაობა „ეროვნული იმპერატივი“ ბრიფინგს გამართავს.

თემა: „დაასრულე საბჭოთა მემკვიდრეობა“ .

საკონტაქტო: გიორგი სავანელი -595 090 982

12 აპრილს, 14:00 საათზე, მცხეთის კულტურის ცენტრში, ამხანაგობა “აქოლისის” მიერ წარმოდგენილი ქალაქ მცხეთის განვითარების გენერალური გეგმის კონცეფციის საჯარო განხილვა გაიმართება.

საკონტაქტო: მაკა პეტრენკო - 551 17 68 18

12 აპრილს, 15:00 საათზე, პარლამენტის ბიუროს სხდომა გაიმართება.

დავით აღმაშენებლის სახელობის დარბაზი (B კორპუსი, II სართული, ბიუროს ოთახი).

12 აპრილს, 16:00 საათზე, “ევროპული საქართველოს” პარტიის ოფისში ბრიფინგი გაიმართება.

თემა: ნამახვანჰესი

საკონტაქტო ინფორმაცია: თორნიკე დიასამიძე - 597 04 06 08

მაკუნა ჟვანია - 599 43 43 08

12 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტის სხდომა გაიმართება. კომიტეტის სათათბირო ოთახი N239 (C კორპუსი, II სართული).

12 აპრილს, 16:00 საათზე, პარლამენტის ნდობის ჯგუფის სხდომა გაიმართება.

თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სათათბირო ოთახი N534 (C კორპუსი, V სართული).

12 აპრილს, 16:00 საათზე, "სამართლიანი ენერგოპოლიტიკისთვის", "მწვანეების" და "სოციალური სამართლიანობის ცენტრის" ორგანიზებით, მთავრობის კანცელარიასთან აქცია - „შეწყდეს რიონის ხეობის ოკუპაცია“ გაიმართება.

12 აპრილს, 18:00 საათზე, პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომა გაიმართება.

პირველი რესპუბლიკის დარბაზი (C კორპუსი, III სართული).

ლევან ლორთქიფანიძე - მეგობრების გადამტერებით ქვეყნის უსაფრთხოების უზრუნველყოფა შეუძლებელია
ქართული პრესის მიმოხილვა 06.05.2024
პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლე
IPS-ის ორგანიზებით თბილისში ევროპული ბრენდის - URSA-ს ხმის და თბოიზოლაციის მასალების პრეზენტაცია გაიმართება
ვრცელდება თუ არა თქვენს ავტომობილზე Toyota 10/Lexus 10-ის გარანტია?
ADB-მ და Mastercard-მა ფინანსური ინკლუზიისა და ციფრული ინოვაციების გასაუმჯობესებლად ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი