ზურაბ ჯაფარიძე - მცდელობაა, „ოცნებამ" მაინც მოაწეროს ხელი, რომ სათქმელი ჰქონდეთ: ისეთი დოკუმენტი დავდეთ, ერთმა მხარემ ხელი მოაწერა და მეორე ცუდია - არ მჯერა, რომ ევროპელები მიმწოლები არიან

მცდელობა არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაინც მოაწეროს ხელი, რომ სათქმელი ჰქონდეთ, აი , ისეთი დოკუმენტი დავდეთ, რომ ერთმა მხარემ მოაწერა ხელი და მეორე მხარე არის ცუდი და მაგ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიცია, - ამის შესახებ „გირჩი-მეტი თავისუფლების“ ლიდერმა, ზურაბ (გირჩი) ჯაფარიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში, გადაცემა "პოლიტ-ქალაქში" განაცხადა.

მისივე თქმით, "ქართულ ოცნებას" დოკუმენტისთვის, რომ მოეწერა ხელი ოპოზიცია გაცილებით ცუდ პოზიციაში აღმოჩნდებოდა და "შეიძლება მაქამდე მივიდეს საბოლოო ჯამში პროცესი".

"მოლაპარაკება, რომ წარუმატებლად დასრულდა, ცალსახად ხელისუფლებაა ამაში დამნაშავე. შეიძლება თქვა, რომ ეს პასუხისმგებლობა რაღაც თვალსაზრისით არის "ნაციონალური მოძრაობის" და მაგაში სიმართლე იქნება, რომ სასამართლო დატოვეს ისეთი როგორიც დატოვეს, მაგრამ ზოგადად ხელი გამოიშვირო და ჩემზე თქვა, რომ მე რაღაცაზე ვარ პასუხისმგებელი - მე არაფერზე არ ვარ. პირველი დოკუმენტის შემდეგ ბოლო ვერსიამდე, რომ მივედით ყველა პუნქტი გაუარესდა. პირველი პუნქტები, რაც იყო ყველა გაუარესდა მათ შორის, არჩევნების ნაწილში. 5-ვე პუნქტზე თავიდან რაც ეწერა, ჩვენ კრიტიკული შენიშვნები გვქონდა 2 პუნქტზე, მაგრამ დანარჩენზე თანახმა ვიყავით, მაგრამ ყველაფერი გაუარესდა და ერთადერთი ახსნა არის ის, რომ "ქართული ოცნება" არ მოდიოდა არაფერზე. ევროპელები ამ მედიაციის პროცესს უდგებიან ასე, რომ გეკითხებიან, შენ რაზე შეიძლება იყო თანახმა, მეკითხებიან, მე რაზე შეიძლება ვიყო თანახმა და შემდეგ ცდილობენ, რომ რაღაცნაირად ეს პოზიციები შეაჯერონ და თავიდანვე ვიძახდი, როკ ეგრე არ გამოვა, შეუძლებელია ეგრე შეთანხმება შედგეს. ანუ მაქსიმუმი რაც შეიძლება მიაღწიონ და რაც შეიძლება ოპოზიციისთვის ცუდი იყოს არის ის, რომ ისინი მაქსიმალურად ცდილობენ არ აღმოჩნდნენ ისეთ პოზიციაში, როგორშიც აღმოჩნდნენ მეორე მოლაპარაკებების ბოლოს, როცა არც ერთი მხარე არ იყო თანახმა. ამიტომ მე რასაც ვხედავ, მათი მცდელობა არის ის, რომ "ქართულმა ოცნებამ" მაინც მოაწეროს ხელი, რომ სათქმელი ჰქონდეთ, აი ისეთი დოკუმენტი დავდეთ, რომ ერთმა მხარემ მოაწერა ხელი და მეორე მხარე არის ცუდი და მაგ პოზიციაში შეიძლება აღმოჩნდეს ოპოზიცია. "ქართულ ოცნებას", რომ მოეწერა ხელი ოპოზიცია გაცილებით ცუდ პოზიციაში აღმოჩნდებოდა და შეიძლება მაქამდე მივიდეს საბოლოო ჯამში ეს პროცესი.

დოკუმენტი გაუარესდა ერთხელ, გაუარესდა ორჯერ, გაუარესდა სამჯერ და მეოთხედ დაიდო საერთოდ საშინელება. ბოლოს ისეთი რაღაცები ჩაწერეს, რომ გამოშიგნეს ბოლომდე და პირშიც ვეუბნები, რომ მე მაგის არ მჯერა, იქ რაც წერია არის ზღაპარი. გამოშიგვნა ისე მოხდა, რომ შინაარსი დაკარგული აქვს. ევროპელების პოზიცია არის ის, რომ მთავარია ახლა კრიზისი განიმუხტოს და პარლამენტში შეხვიდეთ, რაც ჩემთვის არ არის მთავარი და მერე ჩვენ, ევროპა ამ დოკუმენტის უკან დავდგებით და მივაწვებით და მე არ მჯერა, რომ მიმწოლები არიან ევროპელები იმიტომ, რომ ევროპა არის რთული ორგანიზმი და ასეთი მარტივი არ არის კონსენსუსის მიღწევა, მათ შორის ახლაც რომ არ აწვებიან ეგეც მაგის ინდიკატორია", - განაცხადა ჯაფარიძემ.

ნატა საბანაძე -  ჩვენი კანონი იმიტომაა „რუსული“, რომ ის ებრძვის დასავლეთს და მის მხარდაჭერას, მისი სამიზნე დასავლეთია, „ქართული ოცნება“, რუსეთის მსგავსად აღიარებს, რომ დასავლეთი მისი მტერია
ლევან დოლიძე - იმ ნაბიჯებზე ფოკუსირების ნაცვლად, რამაც უკვე შემდგომი პროგრესი უნდა მოგვიტანოს, ჩვენ თავად ვქმნით ახალ ბარიერებს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე
ქართული პრესის მიმოხილვა 15.04.2024
წინანდლის მამულში საგაზაფხულო სეზონი კულტურული ღონისძიებებით გაიხსნა