საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ორგანიზებით, საქართველოში უკრაინის საელჩოსთან, უკრაინის სოლიდარობის აქცია მიმდინარეობს.

„გირჩი - მეტი თავისუფლების" ლიდერის, ზურაბ ჯაფარიძის განცხადებით, უკრაინა საქართველოს სტრატეგიული პარტნიორია და ამიტომ იქ მიმდინარე მოვლენებზე ხმამაღალა ყვირილია საჭირო.

„სოლიდარობის აქციაა უკრაინელი ხალხის მიმართ. რაც უკრაინაში ხდება გასაპროტესტებელია. ჩემი აზრით, ხმამაღლა უნდა ვყვიროდეთ! ჩვენი სტრატეგიული პარტნიორია, ჩვენ ორივე ერთად მივდივართ ნატოსკენ, დასავლეთისკენ და მნიშვნელოვანია მსგავს საკითხებზე რეაგირება", - განაცხადა ჯაფარიძემ.

მანვე აღნიშნა, რომ "ქართულმა ოცნებამ“ უკრაინაში მიმდინარე მოვლენებზე ფორმალური განცხადებები გააკეთა.

„ოფიციალურ თბილისსაც ჰქონდა რეაქცია, მაგრამ ეს ფორმალური რეაქციაა, რაღაც ფორმალური განცხადებები გააკეთეს. ყველასთვის, მათ შორის უკრაინელებისთვისაც გასაგებია, რომ მათი განცხადებები ფორმალურია და სწორედ ფორმალურობას უნდა გავცდეთ", - აღნიშნა ჯაფარიძემ.

ავთანდილ წულაძე - პუტინი ახლა, როგორც კაზინოში უიღბლო მოთამაშე, ვა-ბანკზე მიდის, მის ხელთ არსებულ ყველა რესურსს დებს იმ იმედით, იქნებ ახლა მაინც გაუმართლოს
ქართული პრესის მიმოხილვა 12.10.2026
სოსო ფხაკაძე - BAG ინდექსის შედეგები ბიზნესსექტორში არსებულ პოზიტიურ დინამიკასა და ოპტიმიზმს ადასტურებს
BAG ინდექსი - ბიზნეს კლიმატის მაჩვენებელი 2019 წლის შემდეგ ყველაზე მაღალ ნიშნულზეა
PSP-მ იტალიელი პარტნიორის, PIC Solution-ის, ორი საერთაშორისო ჯილდო მიიღო
Lexus-ის ახალი ელექტრომობილი ES უკვე საქართველოშია - ახალი ერა პრემიუმ სედანების კლასში