ერთიან ეროვნულ გამოცდებთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს

ერთიან ეროვნული გამოცდებასთან დაკავშირებულ შარშანდელ რეკომენდაციებში შესაძლოა, კორექტირება შევიდეს.

ამის შესახებ „ინტერპრესნიუსთან“ ინტერვიუში შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფიო გორგოძემ ისაუბრა.

როგორც გორგოძე აღნიშნავს, აბიტურიენტებს რეკომენდაციების შესახებ გამოცდებამდე დაახლოებით, 2 კვირით ადრე ეცნობებათ.

„ვფიქრობ, წინა წლის გამოცდილება ძალიან დაგვეხმარება საგამოცდო პროცესის ორგანიზებასა და წარმართვაში. შარშან სრულიად განსხვავებულ რეჟიმში მოგვიწია ყოფნა, ყველაფერი იყო ახალი - ფაქტია, კარგად იმუშავა შემუშავებულმა სქემამ. უკვე არსებული გამოცდილებიდან გამომდინარე, წელს უფრო მომზადებულად ვთვლით თავს. პირველადი კომუნიკაცია გვქონდა ჯანდაცვის სპეციალისტებთან. მათ გვითხრეს, რომ შარშან შემუშავებული რეკომენდაციები რელევანტურია, თუმცა შანსი იმისა, რომ ისინი გადაიხედოს და კორექტივები შევიდეს, რა თქმა უნდა, არის - ყველაფერი დამოკიდებულია მოვლენების განვითარებაზე და იმაზე, რა ეპიდსიტუაცია გვექნება გამოცდებამდე 2 კვირით ადრე. არ ვფიქრობ, რომ საჭირო გახდება რადიკალური ცვლილებების შეტანა. ახლა ამაზე საუბარი ძალიან ადრეა. ვაკვირდებით სიტუაციას და გამოცდებამდე დაახლოებით 10 დღით, 1 კვირით ადრე ექნებათ აბიტურიენტებს ინფორმაცია ამ პროცედურებთან დაკავშირებით“, - განაცხადა გორგოძემ და დასძინა, რომ ამ რეკომენდაციებში შეიძლება დაზუსტდეს ის, თუ როგორ უნდა მოხდეს ინფიცირებული აბიტურიენტების მართვა.

ამასთან, გორგოძის ინფორმაციით, ვირუსის მატარებელ აბიტურიენტებს სავარაუდოდ, გამოცდის ჩატრება სპეციალურად გამოყოფილ სივრცეებში მოუწევთ.

მისივე თქმით, არ განიხილება საკუთარ სახლში და ასევე ღია სივრცეებში (სტადიონები, ღია მოედნები) გამოცდის ჩატარება.

„სარეზერვო სივრცეები მანამდეც გვქონდა სიცხიანი აბიტურიენტებისთვის გამოყოფილი და, რა თქმა უნდა, არსებობს შანსი, რომ ახლაც გამოვყოთ კოვიდინფიცირებული აბიტურიენტებისთვისაც“, - განაცხადა გორგოძემ.

ინტერვიუს სრული ვერსია

იხილეთ ვიდეო:ერთიანი ეროვნული გამოცდები შესაძლოა, ახალი რეკომენდაციებით ჩატარდეს

პოლკოვნიკი არჩილ ცინცაძე - ბევრი შეცდომაა დაშვებული როგორც საქართველოს, ისე უკრაინის მხრიდან
ნიკოლოზ ვაშაკიძე - ტრამპის წინდაუხედავი საგარეო პოლიტიკა სერიოზულ საფრთხეებს შეიცავს როგორც აშშ-სთვის, ასევე, მთელი მსოფლიოსთვის
ქართული პრესის მიმოხილვა 04.12.2025
„სკაპი“ სერვისების გაციფრულებას აგრძელებს
„გიუაანის“ საყოველთაო აღიარება და საუკეთესო შედეგი 2026 წლის IWSC საერთაშორისო კონკურსზე
„სითი მოლში“ SUBWAY-ს ფილიალი გაიხსნა
ავიაკომპანია Geosky ტელეკომპანია „ფორმულას“ გადაცემა „დროებასა“ და „კვირის ფორმულას“ მიერ გავრცელებულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს
ალექსანდრე ჭიკაიძის ადვოკატები ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გასულ სიუჟეტთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებენ
„ამბასადორი აილენდ ბათუმმა“ კუნძულის ტერიტორიაზე მრავალფუნქციური კომპლექსის მშენებლობა დაიწყო