გიორგი ბარამიძე - ნიკა მელიას დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ეს ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება კონკრეტული "ჯიბის მოსამართლის" მიერ

როგორც დაპატიმრება იყო ივანიშვილის მიერ მიღებული პოოლიტიკური გადაწყვეტილების აღსრულება მოსამართლის მიერ, ისე დღევანდელი გადაწყვეტილებაც დატოვებს საპატიმროში თუ გამოუშვებს, ესეც ივანიშვილის მიერ მიღებული პოლიტიკური გადაწვეტილების აღსრულება იქნება ამ კონკრეტული ჯიბის მოსამართლის მიერ,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ბარამიძემ „პალიტრანიუსის“ გადაცემა „ნიუსრუმში“ ნიკა მელიას სასამართლო პროცესის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, ნიკა მელია არის ივანიშვილის პირადი პოლიტიკური პატიმარი, რომელიც გახდა სიმბოლო უსამართლობისა და ორმაგი სტანადრტების წინააღმდეგ ბრძოლისა, რაც „დაამკვიდრა ივანიშვილმა თავისი ჯიბის სასამართლოს მეშვეობით“.

ნიკა მელიას სამაჯური რომ გაუკეთეს, იყო აბსოლუტურად უსამართლო და უპრეცედენტო, იმიტომ, რომ საქართველოში 400 ადამიანს აქვს სამაჯური გაკეთებული და 400-ვეს აქვს სასამართლოს მიერ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენი და ამის შემდეგ აქვს სამაჯური გაკეთებული. ნიკა ერთადერთი იყო პოლიტიკური მიზნით, რა თქმა უნდა, რომელსაც არანაირი გამამტყუნებელი განაჩენი არ ჰქონდა, მაგრამ სამაჯური გაუკეთეს, იმიტომ, რომ ასე აწყობს და ასე სჭირდებოდა ივანიშვილს. ამის შემდეგ, როდესაც გირაო დაუმძიმეს გირაოთი, არ არსებობს პრეცედენტი, როდესაც გირაო დაემძიმებინოთ გირაოთი და ესეც, რა თქმა უნდა, პოლიტიკური ინტერესებიდან გამომდინარე იყო. აქედან გამომდინარე, ნიკამ თქვა, რომ ამ ორმაგ სტანდარტებსა და უსამართლობას არ შეეგუებოდა და არ აპირებდა ხელისუფლების „ხუშტურებზე“ სიარულს, ამიტომ არ დაემორჩილა ამას და შემდეგ, პრაქტიკულად, მოლაპარაკების მაგიდიდან მოიტაცეს ნიკა მელია, როდესაც შტურმი მიიტანეს მთავარი პროდასავლური პარტიის და მთავარი ოპონენტი პარტიის ოფისზე და წაიყვანეს საპყრობილეში,“- განაცხადა გიორგი ბარამიძემ.

ფარხატ მამედოვი - სომხებმა რაც უნდა ის გააკეთონ, დაგვაყენონ ფაქტის წინაშე, რომ რუსი მესაზღვრეები აღარ დგანან სომხეთ-ირანის საზღვარზე, ამის შემდეგ დადგება ახალი რეალობა და თავის პოზიციას აზერბაიჯანიც ჩამოაყალიბებს
ქართული პრესის მიმოხილვა 25.04.2024
არჩილ მორჩილაძე - AACI-ის გეგმის მიხედვით, 2024 წლის 15 სექტემბრამდე, ყველა კლინიკაში უნდა დასრულდეს ძირითადი აუდიტის პროცესი, რათა შემდეგ დარჩეს დრო ხარვეზების გამოსწორებისა და მაკორექტირებელი გეგმების წარსადგენად
თბილისში ახალი კლინიკა - ჟორდანიას სამედიცინო ცენტრი გაიხსნება
m² კოლაბორაციულ პროექტს იწყებს
GM PHARMA ამერიკის სავაჭრო პალატის (AmCham) წევრი გახდა